ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2026


მერყეობა



სამყარო
სადაცაა უნდა აფეთქდეს.
ზურგით ვდგავარ.
შეიძლება ცოტა ხნით დავსერიოზულდე
და თვალი გადავავლო გზას,
რომელმაც გამოტოვა სახლები,
მათგან შორს ჩაიარა და დამიმგზავრა
როგორც ქარში აფრიალებული ნარჩენი
სანაგვე ურნიდან.
სხაპასხუპით გასამეორებელ მიზნებს გულმოდგინე ზრუნვა დააკლდა,
ვიღაცის ხელი დააკლდა, ვიღაცის სახელი დააკლდა,
სიტყვა დააკლდა და ბოლოსდაბოლოს
ადამიანი დააკლდა.
უშვერი ფრაზებით უნდა მოვიხსენიო ჩემი უზადო ხალისი,
ყურების ჩამოყრამდე მინდა ისე ვიცხოვრო,
აბუჩად ამგდებთანაც შემეძლოს გულის გადაშლა
და აბუჩად აგდებულთანაც ლოლიავი.
თუ რა თქმა უნდა შევისუნთქავ კოსმოსურ მტვერს,
სიბნელესთან გაზავებამდე, ამრეკლავი გარსი რომ შემომეკრას
და ჩამიტრიალდეს მუდმივობა,
როგორც განუსაზღვრელი შორისდებული,
ნიშნად უძრავ სილუეტებს შორის დასამყარებელი კავშირისა.

6 ივნისი 2026 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს