ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2026


ჩამორჩენა



წუხელის იყო სიზმარი,
სიზმარში ვიყავი დრო,
მრუმე, გულმავიწყი, უხმო.
რაღაც უშნოდ გაღოჯებული
ფორმითა და აჩქარებით.
ვეწეოდი ყველაფერს,
ვჩერდებოდი, ველოდებოდი.
ჩემში მიმდინარეობდა მოვლენები.
ყველაფერი მეხებოდა
და ვერაფერი მიხერხდებოდა.
კვალსაც ვერ ვტოვებდი.
ვიმახსოვრებდი უამრავ წვრილმანს,
ვივიწყებდი უნებურად.
რა მოსაწყენი იყო ეს ყოვლისმომცველობა.
ამასობაში სიზმრის დროდ კი არა,
სიფხიზლის დროდ გადავიქეცი.
თითოეული ჩქამი ჩამესმოდა
ერთდროულად სხვადასხვა რიტმის,
საზარელი მოსასმენი იყო.
ეს იქამდე გაგრძელდა,
სანამ ჩემმა უცხო ნაწილმა
დროის მიღმა არ გადაუხვია
ჩამორჩენილ ნებისყოფასთან ერთად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები