ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2026


ალექსანდრია, ალექსანდრია!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ალექსანდრია, ალექსანდრია!

(ციკლიდან - ეგვიპტური დღიურები)

ზღვა  - ხმელთაშუის - ყურებში შხუის,
ალექსანდრია ძოწისფერდება.
ეღლაბუცება მეზღვაურს,  უი,
ქალი - ცხენივით - მაღალფერდება!

ირგვლივ - ნაკვებნი, განა ჩხირები,
ყელში - რამ ბოღმა განაჩხირები.
ზღვა ხმელთაშუა, ხმელთა შორისი,
ხმა გარდასულის, შორთა - შორისი.

აქ - შენ არ გეძებ, სულ სხვაა მხარე,
მე დავიღალე და მოვიხარე,
თვალხალიანი მომაგონდები,
ჩამოეშვება სევდის ბლონდები.

თქვეს, ყოფილაო აქ ერთი გურჯი,
ჰქონია თურმე თვალები ლურჯი,
ლაჟვარდი ანუ ლაპის ლაზული,
ცა - საუაროდ  გადახაზული…

ჩამოიქუფრა,    ზეცას ავდრიანს
აქ ალექსანდრეს რისხვას ადრიან.
მივემგზავრებით დილაადრიან
ალექსანდრია,
ალექსანდრია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები