ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 ივნისი, 2026


Emily Dickinson - I’m Nobody! Who are you? (288) - ხელახალი თარგმანი

ემილი დიკინსონი - მე არავინ ვარ! შენ ვინ ხარ, მარქვი! (288)

მე არავინ ვარ! შენ ვინ ხარ, მარქვი!
ნუთუ ჩემსავით შენცა ხარ არვინ?
მაშინ, ვყოფილვართ წყვილი! ეს არ თქვა!
გაგთქვამენ, გახმაურდები მათგან!

მოსაწყენია, თუკი ხარ ვინმე!
რა საჯაროა - თუ მსგავსად მყვარის,
წოდებულ სახელს მთელ ივნისს ისმენს 
აღტაცებული ჭაობი - მყრალი!


10 ივნისი, 2026

თარგმნა ოთარ ცისკაძემ

მყვარი - ბაყაყის ერთ-ერთი სინონიმი


Emily Dickinson - I’m Nobody! Who are you? (288)

I'm Nobody! Who are you?
Are you - Nobody - too?
Then there's a pair of us!
Dont tell! they'd advertise - you know!

How dreary - to be - Somebody!
How public - like a Frog -
To tell one's name - the livelong June -
To an admiring Bog!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები