ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2026


სინაის მთაზე ავედი ( ორი სონეტი ეგვიპტური დღიურებიდან)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სინაის მთაზე ავედი
(სონეტი - ეგვიპტური დღიურებიდან)

სინაის  მთაზეც ავედი,
თავი  მეგონა მოსე,
თავს მედგა რამ ვარსკვლავედი
და ნათლით შევიმოსე.

ეკატერინეს მონასტერს -
ქართული კვალი ვძებნე,
ჩამოსვლა სხვებმა მომასწრეს,
და მადევნებდნენ მძებრებს.

ხელნაწერია მრავალი,
ექვსასამდეო, მგონი.
მე -  აღმა დაღმა-მავალი -
- შოკში  ვარ განაგონით.

აქამდე  განაზღაპრებო,
მადლობა,  წინაპრებო!

***

ნინო დარბაისელი

სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში

(ეგვიპტური დღიურებიდან,  - სონეტი იმის გამო, რომ  აქ - ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)

- გიდო, გიდო,  კარგო გიდო,
ერთადერთო ჩვენი ხიდო,
მხსნელო ჩვენო,  მეხამრიდო,
თუ არ გინდა შარს წაგკიდო,

რომ გავხელდე, როგორც ხარი,
დაიხსომე, სხვებს უთხარი
შენი სიტყვით ნამეხარი
ჩემი  გულის გასახარი:

- ისტორია რა რთულია,
ბედი - ღვთისგან მართულია,
ივერია - ჩართულია!
აქ ბევრი რამ  - ქართულია!

შევიპირე ასე გიდი,
შემისრულებს? -  “ჰაი, გიდი!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები