ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2026


პიონის სონეტი

#ლექსები

სონეტზე რიტმული ექსპერიმენტები გრძელდება

ნინო დარბაისელი

(ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები  - პ. იაშვილი ,,დარიანული დღიურები”)

პიონის სონეტი

პიონისფერი პიონი
ფერით  მაგონებს ოჰ, რას!
იმეორებენ სიონი
წყვილთა კენტურად  ოხვრას.

მსჭვალავი სუნი -  პიონი,
ციმციმი - ოქროს ოხრა,
ყველას ჰყავს თითო შპიონი,
ყოფა რომ გაუოხრა.

ჩამქრალი რამ ლამპიონი,
მუხლების  ვნებით მოხრა…
ქცევანი - უპატიონი-
ხსოვნა რომ მიხრა-მოხრა,

ხენი - ტოტმოსარხიონი,
მიმავლის მიხრა-მოხრა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები