ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2026


ქარის ხმაური

უბედური ყველაფრით,არაფერში გამრიეს,
ამ ცხოვრების ნაფეხურს მე ვერ ვარჩევ ქარებში,
სიყვარულის სინქორონი ისე მარდად არიეს,
რომ დავკარგე ყოველი უსულგულო წამებში.

ალბათ ასე თამაშად ეს ცხოვრება მელოდა,
სათამაშოდ გრძნობები, სისხლში ავი ზმანება,
ვიღაც ლომის შვილია, ვიღაც ალბად მგელობდა,
მომკვეთეს და მიმაგდეს და ვერ ნახეს თვალებმა.

გულში ავი სიშორე ,ავი ამბის გაგება,
ალბათ ასე ზმანებით არეული ხევები,
ბასრი არის ცხოვრება და მისი რომ განგება,
მე არ მშველის სისხლი და აღარც მავნე ჩვევები,

სიყვარულის თამაშში დრომ შემჭამა პირნათლად,
ასე ავი სიშორე ალბათ ბუდე გველისა,
ვერ ვიმღერე ლექსები, მე არა ვარ სინატრა,
ვარ ნაყოფი სიშიშვლის და საკუთრის გვემისა..

თ.გუბელიძე



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები