ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2026


სამი სონეტი : კვლევას და ომი -მშვიდობიანი, განკითხვისა

#ლექსები

ავტორისაგან:
აქ რა მინდოდა!
მინდოდა,  ჩამესვა სონეტში სიტყვა “ინდივიდუალურია”,
ცოტა დაუმორჩილებელი სიტყვაა.
  დანარჩენი -  უბრალოდ, თხზვის  ჩემეული ტექნიკის დემონსტრირებაა.  ყველა თქვენგანს ხომ რაღაც გამოუდის, მე - ეს გამომდის და რატომაც არა?!

ნინო დარბაისელი

სონეტი კვლევას

გავათენე წუხელ ღამე მთელი,
ერთ ლექსს ვდიე, მივყევ შორი-ახლო,
წუხანდელი ფიქრით ღამის მთელი
გეხვეწები, ხელი  არას  ახლო!

ზოგი ლექსს  - მოსდგამს რაღაც,  ფორმა კვერცხის,
არ გასვენებს გახსნისა, ეჰ, სნება!
გასაღები ვერც რკინის  და ვერც ხის
ვეღარ გშველის …პირიც არ ეხსნება!

მორჩილია ყველა  განა კოდი,
ზოგი ინდივიდუალურია,
და მკვლევარი  რჩები დანაკოდი,
გულს - ამინდი არცთუ ალურია.

ქალურ ალღოს გენი  რამ ურია?
ვხვდები,  ლექსი - გენიალურია!


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ომი მშვიდობიანი - (სონეტი)
  (“ომი  - არ არის ომობანა” - ნ. დარბაისელი)

ვწევარ, კომპით ვთამაშობ,
ძემ - პლედი მომაგება.
ვირტუალურს, არნაშობს,
მტერს ვკლავ, მიყვარს მოგება!

როგორ არ ვაფასებდი,
ნაღდად თაფლი კაცია, 
ვინაც შექმნა ასეთი,
- ერთი  აპლიკაცია!

რას ვაკეთებ? რას ვშვრები?
შევსანსლე  ლობიანი.
მიყვარს ეს თამაშები -
- “ომი მშვიდობიანი”!

ხარო სხვათა მომრიგე?!
ეს ხელი  ხომ მოვიგე!

***
მორის ფოცხიშვილი გამახსენდა, ბავშვობისას ჩემი საყვარელი პოეტი და  ცოტა, მისი  პოეტური სტილით ვითამაშე

ნინო დარბაისელი

განკითხვის სონეტი

განიკითხავდი უცნობს,
რა - როგორ  უნდა თქვას.
რაც უნდა, ქცევა უმცრო,
მაინც  ფასი აქვს სხვას!

მცქერელმა თქვენი ურვის
შენ განგიკითხე  - მე,
გითხარ: ნუ კიცხავ  ნურვის,
მოსმენით იამე!

მე - განმიკითხა სულ სხვამ,
სხვაც-  განიკითხა სხვამ,
ბოროტს წყალს რატომ უსხამ,
ან მოწვდილს რატომ  სვამ?

შენ განიკითხე იგი?!
- დგას განმკითხველთა რიგი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს