ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2026


მართლა არ იციან

მართლა არ იციან

მოგონებებით სავსე ქალაქში
გადაეყრები წარსულის ლანდებს,
ჩემი ბავშვობის მოგონებები
ფანტელებივით მეყრება თავზე

აქ პატიმრები ფაუსტს კითხულობენ,
აქ მეფისტოფელს სარკმელთან მღერიან,
გარეთ უვიცობის ზეიმი ბატონობს,
ამბობენ: „რა მოხდა თუ არ ისწავლიან“.

ტრიალებს ქალაქში ძონძების სუნი,
აქ მეორადებში ილიას ჰყიდიან,
აქ მთავარ გამზირზე დარბიან ვირთხები,
აქ ცოდნას ანგრევენ, ვითომ არ იციან.

          მართლა არ იციან            2026წ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს