ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2026


ეძღვნება ნიკო ფალიანის ხსოვნას...

იწყება ბრძოლა
მთისა და კაცთა,
საათის ისრები
ღამის მწუხრს გაცდა.

ქვე ჩამოწოლილ
უკუნს ანათებს,
თეთრი კალთები
მიჯრით ცისამდე.

რბოლა მორჩება
დილის სხივამდე,
ყიჟინას დავსცემთ
ბინდბუნდ სისხამზე.

უკვეთ სიჩუმეს
ცხელ სუნთქვით ვარღვევთ,
ღამის სიბნელე
ფარნის შუქს დასდევს.

ყოველი მომდევნო
ნაბიჯი რთულია,
ასჯერ გავლილი
გზა გაკვალულია.

უშბა ნაცნობებს
გულღიად გვიღებს
ასე, წამი წუთს
წუთი წამს მისდევს...

შორიდან მოჩანს
ფარნის ციალი,
უკან გავბრუნდეთ?
უკვე არს გვიანი.

სადღაც ბიჭი დგას
კამერით ხელში
და ჯერ არ იცის
რას უღებს მთებში.

მისი კადრები
სახსოვრად დარჩება,
ბოლო აღმასვლა
უკვალოდ არ ქრება.

ასეთი ლაღი, დაუდგრომელი
მთის სიყვარულით
ჩარჩოებს გასცდა.
და კაცთა მოდგმის
კეთილი შვილი
დადგენილ საზღვარს
სულ ოდნავ ასცდა.


ბოლო ღამეა, ბოლო ჭიდილი,
ნელი ნაბიჯით
ზეცისკენ სწრაფვა...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს