ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2026


თავისუფლება ძუძუებს!

#ლექსები
ნინო დარბაისელი

თავისუფლება ძუძუებს!
(იუმორესკა)

ესღა დამირჩა სალექსი,
ამით დაკავდა გონია:
მრავალს  - თავისი კომპლექსი -
- თავისუფლება ჰგონია.

თუკი გამოჩნდა  დამცველი
რამე წესის და ადათის,
სიტყვა თქვა წრფელი და მწველი,
- ზედ დააცხრება ათ-ათი,

ტროლ- ბოტიც მოვა  - ასხუთი,
უცებ კუდს ამოუძუებს.
“ძირს ყველა ზღუდე, აზღუდი!
თავისუფლება - ძუძუებს!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს