გამიღიმე ჩემო კავკასიონო, ჩემი გულის იმედი ხარ ფრთიანი, ლოცვა თქვი და დაიღვარე სიონო, არ მოგაკლდეს კაცი ვინმე სვიანი, გამიღიმე უკვდავების იმედო, საქართველოვ მუქთად არ ხარ ქართული, იმღერეთ და ინარნარეთ სიმებო, წელში ცრავდეს ჩვენ მტერს ჯვარ აღმართული, გამიღიმე ამ ცხონებას გაფიცებ, თუ ქართველი გქვია იყავ ქართველი, გადაევლოს გვირილები ამ მიწებს, უხვად გვქონდეს ვენახ,ღვინს ჩანჩქერი, გული მითმობს,ჩქარობს ალბათ ხალისობს, ეს ცხოვრება ქართველობის ბრალია, რაც ძნელია ქართველობა არისთქო, როცა გიყვარს შენი სისხლი ძალიან, გამიღიმეთ ჩემო სულის მძივებო, გულს სიავე არა დარჩეს წვალების, გეთაქვყვანე ხვალინდელო იმედო, შენ გამშვენებს არწივული თვალები, გულ არ მიკლა,თუ ხარ სადმე ბეჩავი, ბეჩავობა დაღლილობის ბრალია, რომ მოგვაკლდა ისევ ხმალის მლესავი, და ვიგლოვეთ ჩვენ მოყმენი ძალიან, გამიღიმე გულო ჩქარო ჩქერებით, გულში მიზის საქართველოს აისი, თუ ამ სიტყვით მე თქვენ მოგეფერებით, მაშინ არ ვართ ვინმე შესაბრალისი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა,კარგი ადამიანი ბრძნადებით,იმედია დადგება დრო როცა ვიმღერებ ამას... მადლობა მუხა,კარგი ადამიანი ბრძნადებით,იმედია დადგება დრო როცა ვიმღერებ ამას...
1. გულიანი ლექსი-სიმღერა ! გულიანი ლექსი-სიმღერა !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|