#ლექსები
ნინო დარბაისელი
ყადრის სონეტი (იუმორისტული)
მეც კი მეძახდნენ - “მოდიო, ჩემო პატარა!” განა ყოველთვის მართლა ამხნისა ვიყავი! მეხსიერებამ ბავშვობა შემომატარა, არ მომკლებია მეც ჩემი წილი ჭილ-ყვავი.
სამეზობლოში ორ ქალს მუდმივად ვურევდი, ერთმანეთს ჰგავდნენ მართლა ყველაფრით, ვხედავდი, სულ შავი ეცვათ, მსგავსებს მთლად ეზო-ყურემდი, მარბენინებდნენ მეოთხე მეოთხედამდი
ორივე - პურზე, კარაქზე, შაქარ-ყავაზე, არდადეგებზე - ჩვენებს - სოფელში მივყავდი. “ტყუპებს მაგონებთ” - შევკადრე თუ შევთავაზე… (რა მოკლე გზაა, მართლაც, ბრძენიდან - ბრიყვამდი!)
ორივემ, ჩუმად: - შენ სილამაზის ყადრიო, არა გცოდნია! იმ მახინჯს როგორ მადრიო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არმეიუმორისტულა! არმეიუმორისტულა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|