ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2026


ვოზინია

ჟოზიმარ დიასზე უნდა მოვყვე, რომელიც ტიროდა, მაშინ  ის  როცა  ყველაზე  ცნობილი  კაბო ვერდელი  გახდა ორმოცი წლის  ასაკში ...
პატარა ჟოზიმარს ძალიან უყვარდა ფეხბურთი და მასზე დიდი ბიჭებთან ერთად თამაშობდა, რომლებიც ხშირად ჩაგრავდნენ და ის ატირებული  მიდიოდა სახლში  და  ამბობდა,  რომ ყველაფერს ბებიას ეტყოდა...  მერე  ვოზინია დაარქვეს,  რაც  კაბო ვერდულად ბებიას ნიშნავს...
თავიდან ბრაზობდა... მერე შეეჩვია,  იმიტომ რომ  ეძახდნენ თავისი საყვარელი ადამიანის სახელს,  რომელიც ზრდიდა... რომელიც უამრავ რამეს თვითონ იკლებდა რომ არ ეგრძნო  პატარა ვოზინიას  ცხოვრების სუსხი და  ბედნიერი ყოფილიყო...
დედას და  მამას  საერთოდ იშვიათად ხედავდა.... მამა სამხედრო ჰყავდა... დედა კი სულ მუშაობდა და  ბებია და ბაბუა  იყო პატარა ვოზინიასთვის  თავშესაფარი და ამ თაშესაფარში გარბოდა,  როცა უჭირდა... დღესაც    ტიროდა  ახლა უკვე საქვეყნოდ ცნობილი  ორმოცი წლის ვოზინია და  ცრემლების  ერთ-ერთი მიზეზი ის იყო,  გამზრდელი  ბებია და ვერც ბაბუა მხოლოდ  ციდან ხედავდნენ  ახლა მას,    ესპანეთ კაბო ვერდეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს... 
ტიროდა იმიტომაც,  რომ ვერ ხედავდა დედაც,  რომელმაც სავიზო პრობლემები ვერ მოაგვარა და სტადიონზე  კი არა, ათასობით კილომეტრ მიღმა იყო ახლა..
მაგრამ მაინც ეს მაინც ბედნიერი კაცის ცრემლები იყო,  კაცის, რომლის საბაზრო ღირებულება ამ თამაშამდე  მხოლოდ 58 ათასი დოლარი  იყო, მაგრამ ერთმა საღამომ  მისი ცხოვრება  მთლიანად შეცვალა, რადგან  ამ საღამოს ვოზინიას შვიდ მოგერიებაზე საუბრობდა  მარტო კაბო ვერდე არა,  მთელი  მსოფლიო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები