ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 ივნისი, 2026


Robert Frost – Come in!

რობერტ ფროსტი - შემოდი!

მივუახლოვდი უღრანს,
მომესმა შაშვის ტემბრი!
არე დაბინდა მწუხრმა,
გადააშავა ტევრი.

ისე დაბნელდა შიგნით,
ვეღარ შეძლებდა ფრენას
და ტოტის შეცვლას ბინდში,
თუმც შაშვი მაინც სტვენდა.

როცა დასავლის გვერდით
გაქრა მზის სხივის ნაშთი,
მაინც იტევდა მკერდში
შაშვი ერთ მღერას მნათის.

შორს გასხლტა ჰანგი ბნელში
სვეტადაღმართულ გროვის,
ვით მოწოდება შესვლის
წყვდიადში და იქ გლოვის.

ვარსკვლავთა ცქერა მსურდა,
შესვლა უარვყავ მყისვე,
თუნდ მივეწვიე სტუმრად;
არვის ვუხმივარ ისეც.

21 ივნისი, 2026 წ.

Robert Frost – Come in!

As I came to the edge of the woods,
Thrush music -- hark!
Now if it was dusk outside,
Inside it was dark.

Too dark in the woods for a bird
By sleight of wing
To better its perch for the night,
Though it still could sing.

The last of the light of the sun
That had died in the west
Still lived for one song more
In a thrush's breast.

Far in the pillared dark
Thrush music went --
Almost like a call to come in
To the dark and lament.

But no, I was out for stars;
I would not come in.
I meant not even if asked;
And I hadn't been.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები