მდინარის პირას მოთამაშე ბავშვთაგან ერთ-ერთს, სახელად ადამს, ფეხი დაუცურდა და მღელვარე მდინარეში ჩავარდა, 8 წლის ხიზირ დერბიჩევმა კი დანარჩენებს მიმართა- ,,ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდით, გადავარჩინოთო" და უყოყმანოდ გადაეშვა, ადამი ნაპირისკენ მიზიდა, რომელიც ხის ტოტებს ჩაეჭიდა და გადარჩა, თვითონ ხიზირი კი, დაქანცული, მორევმა წაიყოლა და დაიღუპა... ***** გადახტი, ვითარცა რაინდი, და მღვრიე მორევი გაცურე. ზვირთები წამით არ დაინდე, ბავშვი ხარ, მამაცო, - კაცური.
ძმა როცა მიზიდე ტოტებთან, სისახტეს ყბა შეუტორტმანდა, და ერთის მყოფობა კი არა, ეს მთელი სამყარო შეკარი.
დინებამ წაიღო ლოდები, - შენ კი ვერ წაგიღო დინებამ. სიზმარში მზეს დაელოდები, - იტირებს და გაეღიმება.
შიშიც რომ სულ ააცახცახე, და ლამის იყუჩა მდინარემ, - შენ კი არ დაკარგე სიცოცხლე, - თავი და დრო მოიმძინარე.
მუხრან აბაშიძე, 25/06/2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ხიზირი კაცური ბავშვი. პატარა გმირი. ხიზირი კაცური ბავშვი. პატარა გმირი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|