ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2026


სადიდებლად უღლისა

საკურნებლად სულისა და ხორცისა,
სიცოცხლეში თუკი ხორცი მოგირჩა,
გადაიფრენ მოცისფრო კესანეებს
და კლდის პირას ამოსული იები
სურნელებით დაჩრდილავენ იელებს.
მეწაღეებს უშეშდებათ ხელები
და ჩექმებში ჩამალული გველები
გწოვენ, გწოვენ, გწოვენ უმისამართოდ,
სისხლს, რომელიც თითქოს იქცა ბარძიმად,
ვერ გამრავლდა, ვერ დაშრა და დამძიმდა.
შენ კი ისევ უსხეულო ყარიბო,
სხვის მიწაზე ლექსი როცა აგიხდა,
სულ სხვაგვარი ბორკილები დაგედო
და საუბრობ დაჭინჭრული ენებით,
სიტყვები რომ ტაეპებად დააბა.
კავშირებს კი სულისა და ხორცისა,
გაწყვეტ, რადგან ხორცი უკვე მოგირჩა.
შენ კი ისევ უსხეულო ყარიბო,
ყვავილების ვერაფერი გაიგე
ან უბრალოდ აღარ გინდა გაიგო,
საკურნებლად სულისა და ხორცისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები