 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 28 ივნისი, 2026 |
მითხარი, რა აქვს მნიშვნელობა როცა ასე იხალისებ, საიდან დააკვირდები მთვარის ამოსვლას და მიიღებ მზის სხივებს, ნალოლიავებს დაწვები ცხელ ქვიშაზე თუ ღია ფანჯრიან ოთახის საწოლზე გაშვებულია შენი ტოტები დაშვებულია შენი თითები ჩაკეტილია ეგ ფურცლები დიდი ხანია კაკლის ნაჭუჭშიც რომ ვიჯდე, მაიმც ერთი ვარ.
მითხარი, შენ სად გირჩევნია
მე, როგორც რუმი ისე მიყვარხარ მე, როგორც რომი ისე მწყურიხარ გაუგონარი მოუსვენრობით როცა მზე-მთვარე მივიხატე და გავაცოცხლე და ვარსკვლავს ვგავარ მოტირალ ვარსკვლავს
მითხარი შენი ყველაზე დიდი ადამიანური ფანტაზია რით არ სჯობია ჩემს პაექრობას ხელით შემახე შენს ფეხსაცმელთან ხელში რომ იჭერ და ფეხშიშველი მოუყვები ამ ცხელ ქვიშაზე მე კი დავწვები მზისფერ ქვიშაზე გთხოვ, რომ მაგემო ეს გამარჯვება მერე წაგების.
ვწუხვარ, რომ მხოლოდ ჩრდილებს ხედავ სახედასვრილის ვწუხვარ რომ მხოლოდ ჩრდილებს ვიმჩნევ ასე მგონია ცხრა დილას მაძლევ და მე ისევ გთხოვ
ვწუხვარ, რომ მხოლოდ ჩრდილებს ვიტოვებ გამოქვაბულის მეძავებისას და ყველა სიტყვას ისე ვამბობ, ისე წარმოვთქვამ უმნიშვნელოა ახლა ეს მზე ახლა ეს მთვარე ვწუხვარ, რომ მხოლოდ ჩრდილებს მამჩნევ ბოლო წლებია
მჩუქნის სათვალეს და სამი და უქნევს მას თავს და კვერსვე უკრავს მე ვიხარებდი ამ სათვალით, თუმცა მაგონებს დაკარგულ ლინზას, და ვამბობდე - ასეთი მქონდა ცოტა ხნის წინათ გამოქვაბულში არ ჩამომყვა
ვხედავდი ურდოს, მე რომ ვაცმევდი რომ ვადიდებდი რომ ვაფურთხებდი დინოზავრებს გახსენებისას ვხედავდი ურდოს, ბინძურ ჭავლებს სირცხვილის წისქვილს ვხედავდი ტკივილს, შენ რომ უმზერ საუკუნეა
რატომ არ აღდგა ის თვალები და ის ხელები რატომ არ მითხრეს ამ ენაზე მე რომ შევქმენი რომ ვერ გაექცნენ სიკვდილს გული მწყდება ასეთი რას იფიქრებდა, მეც თუ ჩემზე უარესი ვარ არანორმალურს მადარებდა ვიგებდი ხშირად
ვაგებდი ზოგჯერ ყველაზე დიდ ომებს ჩემს თავთან და ცოტა უფრო დიდი და მძიმე ხომ ვბრუნდებოდი შეხედე ჩემს თავს ახლა სხვა ვარ ასე მგონია.
მადლობელი ვარ სათვალისთვის, და მე ასეთი მქონდა და დამრჩა ნანგრევებამდე სადაც ვიფილოსოფოსე ჩაქუჩით და უროთი და ქაფჩით და ნიჩბით
მადლობა შენ, ჩემო ყვავილო, შენთვის ჯერ არ გამოგზავნილო ასი წელია ვიგონებ და ვყვები ამ ამბავს და ტაშს მიკრავენ მე ხეები ასი წელია
გეძებ წყალივით გეძებ ფანჯრიდან საიდანაც ფრინდებიან ზოგჯერ ყორანი და მტრედი ბეღურა და მტრედი ისევ ყორანი ცისფერთვალება ვწუხვარ, თუ მხოლოდ ჩრდილებს ხედავს ჭუკების თვალით სამწუხაროა, ალბათ აქ შენც დამეთანხმები.
და რომ მივლიდა ქარი, მახსოვს და რომ ვუვლიდი ცოტა ხნით უნდა გამიჩერდე თუ გსურს გამიგო და ცოტა ხანი ისტორია არის ეგვიპტის და ცოტა ხანი ისტორია არის ეგრისის საიდანაც ვარ
სადაც ვითვლიდი მიმდვრებზე მე ირმის ნაკვალებს. რა წყალიც მისვამს ისტორია არის ეგრისის.
ის კი ლილიტის ნაშიერი მამღერებს ამ ლექსს და წყლულზე მადებს სხვა ბალახებს შავი ზღვის ქარზე გაზრდილია ეგ ბალახები. და ის სიცილიც შავი ზღვა მიმღერს და მამღერებს ისევ და ისევ
გოლიათებზე მიყვებოდნენ და ცეცხლის ზრდაზე ეს ღმერთებისგან ცეცხლის ქურდებს გამოვესარჩლე და ვინც კი მხვდება სულელს, უნდათ კიდევ რომ შემხვდნენ.
ვარ უჩვეულო შთამომავალი მე ამ ამბების.
ხმის ამოღება შევიძულე ვუსმენ მეხის ხმას მის ხმას ავყევი ამ კიბეზე დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი ვარსკვლავს და ტალღას კლდეზე მიბჯენილს
ტირილით გეტყვი ჩემო ანგელოზო გთხოვ, მიკარნახე ყველაზე თბილი სიტყვა ამ ცრემლით მინდა ვიკითხო და როცა შენ გადაიფრენ, მე ხალხს შევხედავ ისევ თუ გცნობენ
მიკარნახე ანგელოზო სიტყვა-სიტყვები ისევ კლდეს ჩავალ სადაც ცვივიან ხარები ღამით ისევ იქ ჩავალ ჩემთვის ეგ ხომ არახალია.
არ დავიჩივლებ - ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ იცი შენ. და სხვა სიტყვები სიმღერიდან მონატანია.
გთხოვ, მიკარნახე ანგელოზო ჩემს დასვრილ ხელებს წერა მოსწყურდა ამ გადავლილ დღეთა აღაპზე შენ მიკარნახე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყოჩაღ ძარნაძე. ყოჩაღ ძარნაძე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|