ჩუმად ვუთხარი, ჩემი ყვავი უკვე ხეზეა. იმანაც მითხრა, რომ გალობა ისმის კაკლების. შენი წყალია მეუბნება, შაბიამნისა. არაფერი მაქვს ვეუბნები, მაინც მაკლებენ.
დახედე, მითხრა, შენს მუცელში გაბერილ გოგრას, ამოჭრილი აქვს სირცხვილისგან ყბების ნაჭრები. ძალიან მტკივა ვეუბნები, აღარც მაცვია. ყველაფერი გაქვს მეუბნება, სხვებზე ნაკლები.
ხელები დამრჩა ვეუბნები, წყალში ჩაყრილი. იმანაც მითხრა, რომ ხველება ისმის ვიღაცის. ჩემი ძმა არის ვეუბნები, გამორიყული. შენი ძმა არის მეუბნება, გამორიყული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, თემურ^^ დიდი მადლობა, თემურ^^
1. საინტერესოა, რთულად აღსაქმელი. საინტერესოა, რთულად აღსაქმელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|