ჰაინრიხ ჰაინე - შენ ჩამოჰგავხარ მშვენიერ ყვავილს
შენ ჩამოჰგავხარ მშვენიერ ყვავილს, ასეთი სათნო, ლამაზი, წმინდა; როდესაც გიმზერ, აუხსნელ ნაღვლით გული მწუხრდება და ძლიერ მინდა
თავზე დაგადო ხელები ციმციმ, სავედრებელი წარმოვთქვა საღვთო - შეგინარჩუნოს უფალმა მიწყივ ასეთი წმინდა, ლამაზი, სათნო!
6 ივლისი, 2026 წ.
Heinrich Heine - Du bist wie eine Blume
Du bist wie eine Blume, So hold und schön und rein; Ich schau' dich an, und Wehmut Schleicht mir ins Herz hinein.
Mir ist, als ob ich die Hände Aufs Haupt dir legen sollt', Betend, daß Gott dich erhalte So rein und schön und hold. 1823
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ტკბილი ლექსი, საიამოვნო თარგმანით. ტკბილი ლექსი, საიამოვნო თარგმანით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|