ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2026


ბუკლეტი

Toto Mirzashvili

#მემორია
ბუკლეტი

ახლა გამახსენდა,
იქნებ ვინმეს ჩაწერილი და გამოქვეყნებულიც  ჰქონდეს.
იყოს მაინც!
ალექსი ჭინჭარაულისაა,
ვახუშტი კოტეტიშვილსა და  ჩუბჩიკაზე ანუ თენგიზ მირზაშვილზე. 
   
  1978 წლის 14 აპრილი ახლოვდება. ფილარმონიის  ცნობილ ფოლკლორულ საღამოს ამზადებენ ეს სამნი. 
მგონი სულაც წინა დღეა.
    თითქოს  იმ რია-რიაში საქმე აკლდათ, უცებ დარეკეს “ზემოდან”, სასწრაფოდ, ბუკლეტი გააკეთეთ,  ხალხური ლექსები ხელნაწერად იყოს, ჩუბჩიკამ გრაფიკულად გააფორმოს, ცარცის ქაღალდზე დაიბეჭდოს  და ყველა სკამზე ჩამორიგდეს ფილარმონიაშიო.
  სხედან ორნი,  მაშინ ხომ მობილურები არ იყო, არა? არც კომპი.
ტიპოგრაფიაში  ლამის ყველაფერი ხელით კეთდებოდა ანუ ღამე  იქ უნდა გაათენონ!
  პაპას ვერ უკავშირდებიან, ჩქარობენ და წვალობენ. უცებ კარი იღება და პაპა ლექსით შემოდის:

მთავრობას შემოუთვლია, გააკეთეთო ბუკლეტი,
ბუკლეტის შესადგენათა (?- ზუსტად არ მახსოვს აქ- სიტყვა- ნ.დ.) დამჯდარა ორი დუპლეტი,
ერთს ჯინსის კურტკა აცვია, მეორეს - პალტო ბუკლეთი,
ავდექ და მეც მივუმატე კაფია - ორი კუპლეტი.

ნეტა ვის ახსოვს ჩუბჩიკას ის  ცნობილი პალტო,
შავ- თეთრი, დახორკლილი?
მე მაშინ  სამი წელი მაკლდა, ჯერ ჭინჭარაულების რძალი არ ვიყავი.
იმ ბუკლეტიდან ერთი  ეს ლექსი დღემდე მახსოვს:

- დედი, გამიშვი ბადიაურში,
მთვარესავით ქალს მოგიყვან ერთ ინდაურში.
- შვილო, შენ რო ქალს მოგცემენ ერთ ინდაურში,
ის დააბი თეოზე და ძაღლი აუშვი!

უფრო  ალბათ იმიტომ,  დამახსომდა, რომ თეოს ჩემს შვილს ვეძახდით შინ,  შემოკლებით, ისე, ვრცლად -  თეონა ჰქვია.

  ერთხელ ჩუბჩიკას  რაღაც ასეთი ვუთხარი, შენ რომ უკეთეს ქვეყნად იქნები, ასეთი თანამდებობასავით უნდა დაარსდეს,, ქართული კულტურის ჩუბჩიკა”.
ასეთი იყო, უამრავი  ეროვნული საქმის დაუზარლად  გამკეთებელი ბოლოს უკან იმალებოდა. ვეღარ იპოვიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები