ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძიან სიუნჰუნი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2026


***

სიზმრებს აღლუმივით მიმღვრევს სიმეტრია
ზღვართან გარდაცვლილი ტალღის ნახეთქების
სიღრმე იისფერი ზღვების სითეთრეა
უფრო მუქ იისფერ ფერფლთა აფეთქების

დროის ისტერია კაცთა სიმარტოვის
დარდში არეკლილი სივრცის ინსტინქტია
ქარის წისქვილებთან თუ არ მიმატოვეს
ისეთს გავაფრენ რომ ქარნი ვინ მიგდიან

დილას ვენისლები ღამის ემისრებით
არ ვსცნობ აღელვებულ მტრების განაჩენებს
უზღვრო ოკეანის ფსკერზე ვესიზმრები
ისრებს რომელთაც თქვენ ვეღარ გააჩერებთ

მახლავს რეალობის სრული ინვერსია
მესმის ეპოქების რისხვა არქაული
დამდევს უფერული სიბრძნის ინერცია
და სხვა არც რა სუნთქვა არის აქაური

ეს დღეც დაისვრება მხატვრის მოლბერტივით
კიდევ ბევრი ფერი ვცადოთ კიბატონო
ოდეს მომბეზრდებით გეტყვით მომიტევეთ
უნდა მიგატოვოთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები