 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 ივლისი, 2026 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
კომში, ხურმა და ტოროლა
რას ვერ ვეგუები, იცით? ადამიანი თავის სფეროში იქნებ კარგიც როა, მაგრამ სხვა სფეროებიდან ბევრი არ იცის, არც არის დიდად ვალდებული, ეს გასაგებია, მაგრამ იმ უცნობ სფეროს აგდებით რომ უდგება, რაღაც კლიშე- ყურმოკრული კრიტერიუმებით რომ გამოთქვამს აზრს. მაგალითად, იცის, რომ ბეთჰოვენი - ყველაზე დიდი კომპოზიტორია, მიქელანჯელო - ყველაზე დიდი მოქანდაკე, გალაკტიონი ყველაზე დიდი ქართველი პოეტი რუსთაველის მერე და ვინმეს შეფასებაში სპეციალისტები რომ ფრთხილობენ, ის კატეგორიულად იტყვის: - მუსიკოსი?!ახლა ეგეც ბეთჰოვენი არა მყავდეს, მოქანდაკე?!ახლა ეგეც მიქელანჯელოა, -პოეტი?! - ახლა ეგეც გალაკტიონია! არც შეცდება. მაგრამ წარმოიდგინეთ, არც მანამდე და არც მერე, ამათ მეტი ხელოვნებას არავინ ჰყოლოდა! არ იქნებოდა უბედურება?! სხვისთვის - არ ვიცი და ჩემთვის - კი!
მოკლედ, ერთი ამბავია, დუმბაძე სჯობს თუ ხარანაულიო და ბესიკს ლანძღავენ. დუმბაძე ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ ეს შედარება რა შუაშია?
ეს ჩემი პასუხია
ნინო დარბაისელი:
ნეტა თუ ხვდებით მაინც, რას რასთან ადარებთ. დუმბაძე - პროზაიკოსია, ხარანაული - პოეტი. ეს მხატვრული ლიტერატურის ორი სხვადასხვა სფეროა. რაკი ორივე წერილობითი, ბეჭდური სიტყვაა, ერთი და იგივე კი არაა! ეგრე ორნიტოლოგიის სახელმძღვანელოც ბეჭდური სიტყვაა, იგივე საზომით უნდა მიუდგეთ?
ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვათ, კომში უფრო მახრჩობელაა, ხურმის ჩირი უფრო ტკბილია თუ ტოროლა უფრო მაღლა დაფრინავსო.
ეს - სხვას, პოსტის ავტორს დავუწერე
ნინო დარბაისელი:
“ეს უკვე შერჩევითი სამართალი გამოგდით.
მაგის პასუხი ერთია. მე არ ვიცი, რას ამბობს შალვა რამიშვილი ბესიკ ხარანაულზე, მაგრამ მაშინ ეს ახლად მიღებული კანონი არ არსებობდა. შედეგად, მისი მოქმედება კანონდარღვევად არ ჩაითვლებოდა, მორალურად - ცხადია, ტყუის. უნდა გაირკვეს, როდისაა ჩაწერილი ეგ ვიდეო. კანონის მიღებამდე თუ მერე. თუ კანონის მიღებამდეა, ეს არის მორალის სფერო და კანონით ვერ დაისჯება. თუ კანონი უკვე არსებობდა, უნდა იმუშაოს კანონმა. ბესიკ ხარანაულს რაც შეეხება, შესაძლოა, არ მომწონდეს მისი ჩაბმა პოლიტიკაში, მაგრამ როგორც ლექსმცოდნემ უნდა გითხრათ, რომ გალაკტიონის მერე ასეთი მნიშვნელოვანი პოეტი არ ჰყოლია საქართველოს. მისი წვლილი ქართული პოეზიის განვითარებაში არის უზარმაზარი. მთელი სკოლა შექმნა.
ესეც - სხვას დავუწერე.
განა არ ვიცი, ფეისზე არასწორი აზრის გამომთქმელს კომენტარში რაიმე განუმარტო, ეს რაღაცით ოკეანეში ხამსის ჭერას ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ იქნებ ვინმე გონგახსნილს გამოადგეს, თქვენ ისეთ რაღაცეებს მოითხოვთ ლექსისგან, მართლა რომ ერკვეოდეთ ჩვენს სფეროში, ჩემზე უნდა გიჟდებოდეთ. მე ვწერ მონორაიმებს- მთლიანად ერთ რითმაზე გაწყობილ ლექსებს, აი შიდარითმებიც რომ გარესთანაა შეწყობილი, ( მაგ ,, ლიანდაგები” ბევრს ვმუშაობ ასევე მყარ სალექსო ფორმაზე - შექსპირულ სონეტზე, მაგრამ აბა, საერთოდ გაგიგიათ ჩემი, როგორც პოეტის სახელი? არ გაგიგიათ! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ლექსმცოდნე-კრიტიკოსად გეყოლებით გაგონილი. ასე რომ იყოს, ის მცირედი მაინც გეცოდინებოდათ, რომ ხარანაული , გალაკტიონის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი არა მხოლოდ თავისუფალ ლექსებს წერს, ამ სახეობის ქართულად დამკვიდრებაში მისი წილი უზარმაზარია, როგორც ლია სტურუასი. ხოლო მე დისერტაცია ამ ორზე ანუ ქართულ თავისუფალ ლექსზე მაქვს დაცული და მე თუ არ ვიქე თავი, სხვას ასიათასი წელი არ გავახსენდები, სწორედ ქართული თავისუფალი ლექსის აღიარებული მკვლევარი გახლავართ. რა ვქნათ ახლა, კომენტარში დისერტაცია არ დამეტევა, მოკლედ - ვერ აგიხსნით, გამოქვეყნებულ ნაშრომებს ჩემსას თუ არ წაიკითხავთ, ის მაინც გეცოდინებათ ვინ გვყავდა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკოსი და მის ნაშრომს დაგისახელებთ: გურამ ასათიანი ,,ვიდრე ის ტოტი ირხევა”
მოხდა ისე, რომ ამ პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილ ერში ერთი - ბესიკი იქით მოხვდა, ლია სტურუა - აქეთ. ჩემთვის - ორივე მათგანი ძვირფასია. ორ დიდად გავლენიან პოეტზეა აქ ლაპარაკი, მე ვერცერთს ვერ დავთმობ! პოლიტკონიუქტურა - ცვალებადია, სიცოცხლე - მოკლე, პოეზია - თუ ერი გადარჩა- უკვდავი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ლინკისთვის. გავყევი, წავიკითხე, შოკში ვარ! ტროლი , ტროლი როგორ არ გამეგონა, მათი შემოსევის მსხვერპლიც არაერთხელ გავმხდარვარ, მაგრამ კონსპირაციის ასეთ დონეს მართლა არ მოველოდი! აქამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ერთი და იმავე ადამიანის რაიმე დამატებით გვერდი იყო, სადაც სახელის ნაცვლად ფსევდონიმს წერდა და საკუთარი ფოტოს ნაცვლად რამე პეიზაჟი ედო ამ დროს სულ სხვა რამ ყოფილა!
ეს ერთი მხრით და მეორე მხრით არც ისაა გამორიცხული, რომ კომენტარებშიც ტროლებს ვეკამათებოდი და მიკვირდა, ასეთ ელემენტარულ რამეს როგორ ვერ ვაგებინებ- მეთქი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველა ტროლი ვერ იქნებოდა და ვიღაც ნამდვილი ადამიანიც გამოერეოდათ და კიდევ ერთი თავდასამშვიდებელი ვიპოვე. პოსტი კომენტარებიანად ხომ ღიად დევს და იქნებ ვირტუალურ შარაგზაზე ერთხელ გონიერმა კაცმაც ჩამოიაროს და წაიკითხოს… მოკლედ, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ეს ჩემთვის
მადლობა ლინკისთვის. გავყევი, წავიკითხე, შოკში ვარ! ტროლი , ტროლი როგორ არ გამეგონა, მათი შემოსევის მსხვერპლიც არაერთხელ გავმხდარვარ, მაგრამ კონსპირაციის ასეთ დონეს მართლა არ მოველოდი! აქამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ერთი და იმავე ადამიანის რაიმე დამატებით გვერდი იყო, სადაც სახელის ნაცვლად ფსევდონიმს წერდა და საკუთარი ფოტოს ნაცვლად რამე პეიზაჟი ედო ამ დროს სულ სხვა რამ ყოფილა!
ეს ერთი მხრით და მეორე მხრით არც ისაა გამორიცხული, რომ კომენტარებშიც ტროლებს ვეკამათებოდი და მიკვირდა, ასეთ ელემენტარულ რამეს როგორ ვერ ვაგებინებ- მეთქი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველა ტროლი ვერ იქნებოდა და ვიღაც ნამდვილი ადამიანიც გამოერეოდათ და კიდევ ერთი თავდასამშვიდებელი ვიპოვე. პოსტი კომენტარებიანად ხომ ღიად დევს და იქნებ ვირტუალურ შარაგზაზე ერთხელ გონიერმა კაცმაც ჩამოიაროს და წაიკითხოს… მოკლედ, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ეს ჩემთვის
4. მადლობა ბმულისთვის ქალბატონო ნინო შევედი, ჩავყევი და ბევრი საინტერესო რამე გავარკვიე კონკრეტულად ეგ ადამიანი “ქეთევან მიქიაშვილი“ არის სინამდვილეში ტროლი და ჯერ კიდევ 5 თვის წინ ამხილეს ტროლობაში აი აქ ნახეთ ინფორმაცია https://mythdetector.com/ka/ramdeni-sakheli-da-photo-gamoitsvala-trolma/
და ახლა ეს ტროლი აქტიურად არის ჩართული ნოდარ დუმბაძის დაცვის მიზნით ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის დატროლვაში ხომ აბსურდია, მაგრამ ფაქტია დღეს ხომ ყველაფერი მოსულა
თქვენ კი წარმატებები და მოერიდეთ ამ ტროლს, მასზე ნერვები არ აიშალოთ ბევრი წარმატებები.
მადლობა ბმულისთვის ქალბატონო ნინო შევედი, ჩავყევი და ბევრი საინტერესო რამე გავარკვიე კონკრეტულად ეგ ადამიანი “ქეთევან მიქიაშვილი“ არის სინამდვილეში ტროლი და ჯერ კიდევ 5 თვის წინ ამხილეს ტროლობაში აი აქ ნახეთ ინფორმაცია https://mythdetector.com/ka/ramdeni-sakheli-da-photo-gamoitsvala-trolma/
და ახლა ეს ტროლი აქტიურად არის ჩართული ნოდარ დუმბაძის დაცვის მიზნით ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის დატროლვაში ხომ აბსურდია, მაგრამ ფაქტია დღეს ხომ ყველაფერი მოსულა
თქვენ კი წარმატებები და მოერიდეთ ამ ტროლს, მასზე ნერვები არ აიშალოთ ბევრი წარმატებები.
3. ნიკი მადლობა კეთილი სიტყვისათვის, ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოთ
მე ჩემს ოპუსში მხოლოდ ჩემი ორიოდე პოსტი გადმოვიტანე, წყაროს მიუთითებლად. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ უნებურად იმისი გავრცელება გამომდიოდა, რასაც პრინციპულად არ ვიზიარებდი, ანუ მათს წისქვილზე ვასხამდი წყალს. მთლიანი სურათის ნახვა ამ ლინკზე შეუძლია დაინტერესებულ მკითხველს
https://www.facebook.com/share/19LuLFjnFx/?mibextid=wwXIfr ნიკი მადლობა კეთილი სიტყვისათვის, ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოთ
მე ჩემს ოპუსში მხოლოდ ჩემი ორიოდე პოსტი გადმოვიტანე, წყაროს მიუთითებლად. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ უნებურად იმისი გავრცელება გამომდიოდა, რასაც პრინციპულად არ ვიზიარებდი, ანუ მათს წისქვილზე ვასხამდი წყალს. მთლიანი სურათის ნახვა ამ ლინკზე შეუძლია დაინტერესებულ მკითხველს
https://www.facebook.com/share/19LuLFjnFx/?mibextid=wwXIfr
2. წავიკითხე და ყველაფერში გეთანხმებით ქალბატონო ნინო მაქვს პატივი და ბედნიერება პირადად ვიცნობდე ლია სტურუასაც და ბესიკ ხარანაულსაც. მათს ლიტერატურულ სახელზე აბა მე რა უნდა ვთქვა. ეს ჩემზე უკეთ უკვე გააკეთა ბევრმა ადამიანმა და რაც მთავარია დრომ. უბრალოდ, პიროვნულად ძალიან დიდებული ადამიანები არიან, ბუმბერაზები და მიუხედავად მათი ამხელა სახელისა და დამსახურებისა, ძალიან უბრალონი და ადამიანურები. ასეთ ხალხს ხელის გულზე და გულის გულში უნდა ვატარებდეთ ქართველები.
სამწუხაროდ მე ჩამორჩენილი ვარ სოცქსელმდინარებას და წარმოდგენა არა მაქვს რა თქვა შალვამ ბესიკ ხარანაულზე, ან რა დააშავა და რა კანონი დაარღვია ბატონმა ხარანაულმა და ან რა ვიდეო არსებობს რაზეც გარკვევაა საჭირო როდისაა გადაღებული. იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვცეთ კომენტარებში, თუნდაც ბმულების სახით ან/და ციტირებით. მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად ხარანაული კაცს არ მოკლავდა და არც რამე ცუდის გაკეთების უფლებას მისცემდა თავს და სხვა წვრილ-წვრილი რა კანონიც არ უნდა დაერღვია, იმდენად მაღლა დგას ეს ადამიანი ამ ყველა კანონზე, რომ ყველაფერი უნდა ეპატიოს. თუმცა დარწმუნებული ვარ უსამართლოს არაფერს გააკეთებდა. თავის საკუთარ თავს არ აკადრებდა. ბევრისგან განსხვავებით
აი წარმოვიდგინეთ, რომ გალაკტიონი ცოცხალია ახლა 135 წლისაა და რუსთაველი გადაკეტა, ან ტროტუარზე იდგა და სამმა პოლიციელმა მიუტანა 5000 ლარანი ჯარიმა სახლში. ეს ხომ ერის სირცხვილი იქნებოდა. ზუსტად ასევე იქნებოდა ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში და შალვა რამიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცუდად მოიხსენიოს ბესიკ ხარანაული, ან რა ვიცი იქნებ საერთოდაც, რომ მოიხსენიოს.
მადლობა თქვენ, ასეთ რაღაცეებზე რომ ამახვილებთ ყურადღებას და ასე კარგად უხსნით ყველას იმას, რაც ძალიან კარგად იცით და გესმით.
“მოხდა ისე, რომ ამ პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილ ერში ერთი - ბესიკი იქით მოხვდა, ლია სტურუა - აქეთ“ - ორივე ამ ადამიანს თუ რაიმე არასწორად ესმის, მორალს მაინც არ გადააბიჯებენ, ეს ფაქტია და ორივეს ყველაფერი ეპატიება
კი, ზღვაც ხმაურობს, მაგრამ ზღვა სხვაა, ზღვას ყველაფერი ეპატიება
რა მოსატანია აქ მაგრამ 5 ქულა ჩემგან
წავიკითხე და ყველაფერში გეთანხმებით ქალბატონო ნინო მაქვს პატივი და ბედნიერება პირადად ვიცნობდე ლია სტურუასაც და ბესიკ ხარანაულსაც. მათს ლიტერატურულ სახელზე აბა მე რა უნდა ვთქვა. ეს ჩემზე უკეთ უკვე გააკეთა ბევრმა ადამიანმა და რაც მთავარია დრომ. უბრალოდ, პიროვნულად ძალიან დიდებული ადამიანები არიან, ბუმბერაზები და მიუხედავად მათი ამხელა სახელისა და დამსახურებისა, ძალიან უბრალონი და ადამიანურები. ასეთ ხალხს ხელის გულზე და გულის გულში უნდა ვატარებდეთ ქართველები.
სამწუხაროდ მე ჩამორჩენილი ვარ სოცქსელმდინარებას და წარმოდგენა არა მაქვს რა თქვა შალვამ ბესიკ ხარანაულზე, ან რა დააშავა და რა კანონი დაარღვია ბატონმა ხარანაულმა და ან რა ვიდეო არსებობს რაზეც გარკვევაა საჭირო როდისაა გადაღებული. იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვცეთ კომენტარებში, თუნდაც ბმულების სახით ან/და ციტირებით. მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად ხარანაული კაცს არ მოკლავდა და არც რამე ცუდის გაკეთების უფლებას მისცემდა თავს და სხვა წვრილ-წვრილი რა კანონიც არ უნდა დაერღვია, იმდენად მაღლა დგას ეს ადამიანი ამ ყველა კანონზე, რომ ყველაფერი უნდა ეპატიოს. თუმცა დარწმუნებული ვარ უსამართლოს არაფერს გააკეთებდა. თავის საკუთარ თავს არ აკადრებდა. ბევრისგან განსხვავებით
აი წარმოვიდგინეთ, რომ გალაკტიონი ცოცხალია ახლა 135 წლისაა და რუსთაველი გადაკეტა, ან ტროტუარზე იდგა და სამმა პოლიციელმა მიუტანა 5000 ლარანი ჯარიმა სახლში. ეს ხომ ერის სირცხვილი იქნებოდა. ზუსტად ასევე იქნებოდა ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში და შალვა რამიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცუდად მოიხსენიოს ბესიკ ხარანაული, ან რა ვიცი იქნებ საერთოდაც, რომ მოიხსენიოს.
მადლობა თქვენ, ასეთ რაღაცეებზე რომ ამახვილებთ ყურადღებას და ასე კარგად უხსნით ყველას იმას, რაც ძალიან კარგად იცით და გესმით.
“მოხდა ისე, რომ ამ პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილ ერში ერთი - ბესიკი იქით მოხვდა, ლია სტურუა - აქეთ“ - ორივე ამ ადამიანს თუ რაიმე არასწორად ესმის, მორალს მაინც არ გადააბიჯებენ, ეს ფაქტია და ორივეს ყველაფერი ეპატიება
კი, ზღვაც ხმაურობს, მაგრამ ზღვა სხვაა, ზღვას ყველაფერი ეპატიება
რა მოსატანია აქ მაგრამ 5 ქულა ჩემგან
1. კიდევ შემეშალა ჟანრი , კრიტიკა უნდა ეწეროს კიდევ შემეშალა ჟანრი , კრიტიკა უნდა ეწეროს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|