ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2026


მერკურული ოქსიმორონი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მერკურული ოქსიმორონი

ეს რა სიზმარი იყო,
რა საშიშარი,  დიდი!
მზე  - ყირას დამდგარიყო,
ციდან - ვარსკვლავებს ვყრიდი.

მანძილი - ვკეცე, ვკეცე,
ზღვას - ბასრი დავკარ ხმალი,
მთლად თავი გავიმხეცე,
ვიყავი დიახ, მალი!

მყავდი, მედექი მყარად,
სულეთს - ურდულიც ვადეთ.
მე  მიწამც  ზედ მაყარა,
რა ამბებია მანდეთ?

გვაწვიმდა მშრალი წვიმა,
გვეკიდა ცივი ცეცხლი.
ჩვენ კენტეულმა წყვილმა
ვხვეტეთ ოქრო და ვერცხლი

და ოქროს მტვერში გბანე
და  ვეცხლისწყალიც  შესვი…
მოცახცახ- მობაბანევ,
მერკურს* -  რად უნდა ფესვი?

გამოღვიძებამ გაქრო,
წყვდიადი ნათობს  მჭახე.
შენ - სიმწრით დანაშაქრო -
ისევ სიზმარში გნახე?

- - -

* ეს ლექსი რომ  ადვილად გაიგოთ, დაუკვირდით სიტყვა-სახელ “მერკურს”: იგი არის:

1. ღმერთი - ბერძნ მითოლოგიაში
2. ვერცხლისწყლის  - შხამის სახელი.
3. პლანეტა პაწაწუნა, მაგრამ მზესთან ყველაზე ახლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები