ავტორი: ოთარ_ცისკაძე ჟანრი: იუმორისტული 25 ივლისი, 2026
სოკრატეს აფორიზმები
ცოლი თუკი შეგხვდა „ვეძმა“, მოგინდომა უფროსობა, ვერ გიშველა მასთან ბღენძვამ, - იწყე ფილოსოფოსობა!
მაგრამ თუ არ შეგხვდა ავი და ვერ მოუძებნე ნაკლი, შეიქნები თეთრი ყვავი, ემგვანები გამონაკლისს.
თუ არ მოიყვანე ცოლი, ან თუ ნახავ შესაბამისს, არ აგცდება მაინც როლი მონანულის, შესაბრალის.
25.07.2026
სოკრატეს ცნობილი აფორიზმები ცოლის მოყვანაზე ხუმრობითა და ფილოსოფიური ირონიით გამოირჩევა. მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამებია: „გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ“ და „ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი: თუ კარგი ცოლი შეგხვდება, გამონაკლისი გახდები, ხოლო თუ ცუდი — ფილოსოფოსი“.