ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2026


მოდილიანი

აბა, საით აქვს ნინოს აღებული  სამოგზაუროდ გეზი?

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მოდილიანი

ჯიბეში -  პატარა  ფანქარი, ქაღალდი.
კაფე “როტონდაში” საღამოს ნახავდით,
შეჭამდა, შესვამდა, რით გადაეხადა?
და სხვა მხატვრებივით, იხდიდა ნახატით.

ვინღა ყიდულობდა?! იმ კაფეს პატრონი.
ყოფილა, კლიენტის პორტრეტს მოხაზავდა,
იქვე მიჰყიდიდა,  დრონი - სანატრონი!
რა ადრე წავიდა, სენთან ვერ დაზავდა.

“სხვა - ჩანდა მიხაკად, ვყვაოდი მე - ვარდი! -
შინ დაბრუნებულნი ყვებოდნენ ქალები,
პარიზში,  მონმარტრზე ერთ მხატვარს შევყვარდი,
მთელ ზღაპრებს შეთხზავდნენ ფერგანამკრთალები”

რატომ მომაგონდა ახლა  მაგალითად?
გზა ფიროსმანისა -  სწორი რამ აბრუნდა?
რას როგორ ყვებოდა ფრანგი მარგარიტა,
ნეტავი,  პარიზში როდესაც დაბრუნდა?

- ჩემი არ მყოფნიდა? ტვირთად დამადეო
ამბები, მართალი არ იყო არცერთი.
დახედეთ ამ ნახატს, არა -  ამადეოს,
ასეთებს ბოლოში  მე  “პარიზს” ვაწერდი!

მახრჩობდა ვალები,  სენი და ჰაშიში,
ბევრიც მოვილიე უცხო დამამდეო,
ჟანამ შემიყვარა ასეთი საშიში, 
წაველ და გამომყვა, “ჩემო ამადეო”!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები