ედგარ ალან პო — სიზმარი
ღამის ხილვებში გარდასულ ხალისს კვლავ განვიცდიდი ნასიზმრით, უცბად ცხადის სიზმარმა - ყოფის და ნათლის, გულგატეხილი დამტოვა თუმცა.
განა არ არის სიზმარი დღისით ქვეყნად ყოველი ხილული ირგვლივ, მისთვის, ვინც მზერა შეცვალა თვისი წარსულისაკენ მიქცეულ სხივით?
სიზმარი წმინდა - სიზმარი წმინდა, როცა მკიცხავდა სამყარო კრულვით, გამამხნევებდა და მისი ბრწყინვა, მეგზური იყო ეული სულის.
და მერე რა, რომ ღამეში, ბუქში, შორიდან კრთოდა კანკალით, მკრთალად - განა რაიმე აჭარბებს შუქით ჭეშმარიტების რიჟრაჟის ვარსკვლავს?
26 ივლისი, გაბრიელ მთავარანგელოზობა, 2026 წ.
Edgar Allan Poe - DREAM
In visions of the dark night I have dreamed of joy departed - But a waking dream of life and light Hath left me broken-hearted.
Ah! what is not a dream by day To him whose eyes are cast On things around him with a ray Turned back upon the past?
That holy dream - that holy dream, While all the world were chiding, Hath cheered me as a lovely beam A lonely spirit guiding.
What though that light, thro' storm and night, So trembled from afar - What could there be more purely bright In Truth's day-star?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უღრმესი მადლობა, ძვირფასო მუხა, იხარეთ! უღრმესი მადლობა, ძვირფასო მუხა, იხარეთ!
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|