ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძიან სიუნჰუნი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2026


***



საღამო იცვამს ბინდის კაბადონს
თვალთაგან ჰქრება მზის მოწყალება
ღამის პირს ფიქრი ფიქრთან კამათობს
და მოსჩანს სივრცის გარდაცვალება

ვიგონებ განვლილ დროის სტრიქონებს
ჩემთვისვე უცნობ სათაურებში
და მერამდენე ქორონიკონებს
მივაპობ ვღელავ და საუბრებში

ნუ ელით ჩემგან მაღალფარდოვან
სიტყვებს რომლებიც გულებს აჩუყებს
მე ჩემს სიღრმეში ისე მარტოდ ვარ
რომ თუ გსურთ მიცნოთ ლექსებს გაჩუქებთ

ხალხი დევების ქორწილს გამართავს
ყრუ სიძულვილი ისე რთულია
მე აქ არ ვეძებ არსად სამართალს
აქ ჩემთვის მხოლოდ სიყვარულია

საღამო იცვამს ბინდის კაბადონს
სული სხეულის მწუხრში წავიდა
სამყარო ღამის ბოლოს არ მანდობს
და ყოველ დილას ვიწყებ თავიდან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები