ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალოსს
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2026


* * *

როცა შენს მითოსს ვისმენ, მე ვერ გღალატობ.
მოვიდა ცივი ცისკარი, დაჯდა და მოიკალათა.
შენი სიმშვიდე სად ლღვება, დარდს ისევ მალავ- რაღატომ.
სად მიგაქვს ავი ფიქრებით დამძიმებული კალათა.

მე აქ ვარ. მამჩნევ, ვერ მხედავ-ვერ გამიცანი.
(გიღიმი-ჩუმად დაგცდება შენი ღიმილი ხალასი)
რა იცი ჩემი სევდიან ღამეთა მწარე მიზანი,
ვინ იცის ჩემი წუხილის თვალუწვდენელი ალასი.

საით მიფრინავთ მერცხლებო, მეც წამიყვანეთ.
ვერ ყვავილობენ ჩემს ბაღში ჯერაც ხეები მსხმოიარ.
მანახეთ თბილი ტალღები მზეს ხელში როგორ იყვანენ.
მანახეთ ჰორიზონტებზე ცისკარი როგორ მოიარს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები