ვინც მიგანა, გაიმზადა ეშმაკური ილეთით ყველა ვირგლა არამზადამ ჯოჯოხეთის ბილეთი.
არ ვიყავი გულბოროტი, ვექცეოდი სიკეთით, ბევრი თაფლი და კორკოტი, გავეც, ჩემთვის ვიკლებდი,
სიკეთე ვერ დავანახე, მაგრამ ამას არ ვჩივი, დაიმკვიდრებს ღვთის სანახებს განა ეშმას არჩივი?!
უმადურის, მაძებარის სარფის, უღვთო გაგების, მე ვარ ნივთი ნაძველარი უკვე გადასაგდები.
შეიწყნარე ეს ვედრება: ღმერთო, აქ არ აჯავრო, განა რამე შეედრება უკანასკნელ სამსჯავროს?!
18 აგვისტო, 2026 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არასოდეს აპატიო ვინც გიგანა,
არასოდეს აპატიო ვინც გიგანა,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|