ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტნე ჩოხელი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2026


სევდა

ახლაც ნაწამები ვდგავარ,
ისევ ტანჯვისაკენ ვიწევ.
წამებს შეპყრობილი ვყავარ,
განცდებს საბრძოლველად ვიწვევ.

აქ ეს ოცნებებიც იწვის,
ეს მომენტიც ხდება ვიცე.
მე კი რა მომელის ვიცი?!
იქნებ ნაწერებად ვიქცე.

იქნებ მეც მაწუხებს რამე,
იქნებ გამიღიმა ბედმაც.
ფიქრი აღარ მინდა ბევრი,
თითქოს დამიმძიმა სევდამ.

მერე მოვიკითხავ მიწას,
მეც თუ მიბარება ვცადე.
გული გამეტებით ფეთქავს,
ვიცდი, რაც მომელის, გავძლებ.

თუ კი ხასიათი წახდა,
ხალისს დაბრუნებას მივცემ.
სითბოს გამეფებაც იდგა,
ისიც გადავმალე სადმე.

ვთქვათ და მისაღწევსაც გავცდი,
და თან დასაწყისშიც არ ვარ.
თვალით რა სიმშვიდეს გავდი,
ფეხქვეშ ჩაჭიდული ვდგავარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები