ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალოსს
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2026


(ეზოში ზის და თვალს აყოლებს ყველა კაბიანს)

* * *
ეზოში ზის და თვალს აყოლებს ყველა კაბიანს
ანდა შარვლიან ქალს (ვაკონკრეტებ; არ გეგონოთ ვინმე ნამხილი).
აპარებს მზერას (და თვალებიც დინჯად დადიან).
ესაუბრება წარმოსახვებს სარას, რახილის
(მზე კი ანათებს. მზე არა ჰგავს ვარამ- დარდიანს).

(რა ძალა უნდა გული ქვად და სალ კლდედ რომ გექცეს)
ახალგაზრდობას ერთ მშვენიერ გოგოს ეტრფოდა.
უძღვნიდა ტიტებს გაზაფხულზე, ზამთრობით-ლექსებს.
იმ გოგოს აჩრდილს ვერსად ვეღარ ემალებოდა.
ახლაც, მის ღიმილს ყველა გამვლელ ქალში დაეძებს.

-ნეტავ სადა ხარ, იქნებ სულაც არსად წასულხარ,
იქნებ ჩემსავით მოგეპარა თმაში ჭაღარა,
იქნებ აღსდექი ქრისტესავით, ღმერთო, და სულ არ
მოგნატრებივარ, გახსენდები ნუთუ აღარა.
შენს მოლოდინში, ეჰ, რამდენი ხანი გასულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები