მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2026
იკაროსის ფსკერი
ფრთებგალღობილი დედალოსივით,
ზღვის სიღრმეებში ვეძებ იკაროსს,
დაღვრილი ცვილით, ცივად მოსილი —
სადა ხარ ნეტა, ჩემო ცისკარო!
მე უკვე აღარ მჯერა ამ ცების,
არც იმ მზის, ფრთებს რომ ცაში გვპირდება;
რადგანაც ჩვენ ვართ მხოლოდ კაცები —
დანარცხებაა ჩვენთვის დიდება!
ხელებით ვეძებ შენს ჩრდილს — ჩამდინარს,
მე არაფერი არ მინდა ამ ცის.
მე ყოველ ღამეს ფსკერზე ჩავდივარ,
როგორც ცოდვაში ჩასული კაცი!
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
მე ყოველ ღამეს ფსკერზე ჩავდივარ,
როგორც ცოდვაში ჩასული კაცი!
+5
მე ყოველ ღამეს ფსკერზე ჩავდივარ,
როგორც ცოდვაში ჩასული კაცი!
+5
როლანო.
2026-09-06 14:58:04
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
10.09.2026 01:15:30