ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2026


ღმერთობის მკვლელი



მოვდივარ ძველი მზე-ეპოსიდან,
შუმერულიდან, აქადურიდან,
შეპყრობილობას სისხლივით ვზიდავ —
ჩემივე სარკის ნაკადულიდან.

ვებრძვი ხუმბაბას, ნიშნულს ენლილის,
ცეცხლში გავდივარ, ვით ღმერთის ლოცვა,
მე ჩემს ღმერთობას მოვჭრი მკვლელივით —
ადამიანი მომაგნებს, როცა!

ქვისფერს, დიდებულს, ვმართავდი — ურუქს,
და მე ყოველთვის ვუარყოფ იშთარს.
ვარ საკუთარი შიშების გურუ —
და, როგორც მონა, ვმსახურობ შიშთან!

და მე ვარ ღმერთი, ვარ ორ-მესამედ,
ერთი-მესამედ — ადამიანი;
მე მომესალმეთ! მე მომესალმეთ!
ყველა უნაღვლო და ნაღვლიანი.

მივდივარ ახლა უთნაფიშთიმთან,
ენქიდუც ჩემთან ერთად ეშურის.
მე დავამარცხე ყველა შიშის მთა,
ყველა ნიღაბი გილგამეშური!

მზის ხორცში, ჩრდილის მხუთავს ფითილი,
სისხლით შესვრილი დრო დროს მაკია;
და თავად ვხვდები — უთნაფიშთიმი,
და ზეცა ჩემთვის ზოოპარკია!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები