ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 სექტემბერი, 2026


Борис Пастернак - Снег идет

ბორის პასტერნაკი — თოვს

ცვივა თოვლი, ცვივა თოვლი,
ბუქში თეთრ ვარსკვლავთა თოვას
ელტვის გერანების გროვა
სარკმლის ცხაურს მიღმა, თრთოლვით.

თოვს, იბნევა ყველა ზაფრით,
თავგზააბნეული მირბის -
საფეხურიც შავი კიბის,
მოსახვევიც გზასაყარის.

თოვს, თოვს, დადგა თოვის ჟამი,
თითქოს ფანტელების ნაცვლად
დაეშვება ზეცა დაბლა
დაბებკილი მოსასხამით.

თითქოს უცნაური ქცევით,
კიბის ზედა ბაქნის გავლით,
თამაშით და ფრთხილად, მალვით,
ცა ჩამოდის სხვენის ქვევით.

ერიდება ყოფა ლოდინს,
უკან გაიხედავ -  მყისვე,
შობა დგება, მერე ისევ,   
ხელახალი წელი მოდის.

სქელ ფანტელებს ზეცა ფანტავს,
იმავ ბიჯით უდგას კვალში,
მსგავსი ტემპით, ანდა ზანტად,
ან ეგება მისებრ სხარტად,
გადის ჟამი წარმავალი?

წელს წელი სდევს უახლესი,
ისე, როგორც ფიფქებს - ფიფქი,
ან ვით მძლავრი ჩანაფიქრით,
სიტყვას სიტყვა მოსდევს ლექსში.

ცვივა თოვლი, ცვივა თოვლი,
თოვს, იბნევა ყველა ზაფრით:
გადათეთრებული მგზავრიც
განაოცი ნარგიც მთრთოლი,
მოსახვევიც გზასაყარის.

6 სექტემბერი, 2026 წ.


Борис Пастернак - Снег идет

Снег идет, снег идет.
К белым звездочкам в буране
Тянутся цветы герани
За оконный переплет.

Снег идет, и все в смятеньи,
Bсе пускается в полет,
Черной лестницы ступени,
Перекрестка поворот.

Снег идет, снег идет,
Словно падают не хлопья,
А в заплатанном салопе
Сходит наземь небосвод.

Словно с видом чудака,
С верхней лестничной площадки,
Крадучись, играя в прятки,
Сходит небо с чердака.

Потому что жизнь не ждет.
Не оглянешься и святки.
Только промежуток краткий,
Смотришь, там и новый год.

Снег идет, густой-густой.
В ногу с ним, стопами теми,
В том же темпе, с ленью той
Или с той же быстротой,
Может быть, проходит время?

Может быть, за годом год
Следуют, как снег идет,
Или как слова в поэме?

Снег идет, снег идет,
Снег идет, и всё в смятеньи:
Убеленный пешеход,
Удивленные растенья,
Перекрестка поворот.

1957

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს