როდის გამივლის სიყვარული , როგორც ვირუსი- ყურის სიწითლე, კანის აწვა, სისხლის ჩაქცევა. თვალები შენი- მოხატული ფერით ფირუზის. ჩემი ჩამუხვლა შენს წინაშე - რომის დაცემა. როდის გამივლი, როგორც ტკენა ? როგორც ჭრილობა? როდის ? -მომეცი სანუგეშო სიტყვა, პირობა... არ მინდა, ვიყო ავთანდილი და არც- გმირობა . მინდა, ჩემ ტყავში დაბრუნება. ჩემნაირობა! მინდა, დავწვე და მთელი ღამე ისე მეძინოს, სიზმარშიც კი არ მოხვიდე და არ გაგეცინოს და რომ მოხვიდე,ვინ მიშველის, ღმერთო ? მერე ხომ ნაღდად ბოლომდე შევიშლები , შენ რომ შემეხო. გამიშვი მარტო თეთრ ღრუბლებში , მარტო გამიშვი , ნურც ზღვის ტალღებში შეხეტებას ნუღარ დამიშლი. გამიშვი, მინდა მოვიარო მთელი ხმელეთი- ერთი ჯინსით და ერთი ქურქით, ერთი ბერეტით ... ჩემ ლურჯ სიზმრებში დამიტოვე ტუნდრის მარხილი, ლიანდაგები, ბილიკები , ქარის უბნები. ოღონდ მომშორდეს სიყვარულის სენი - ცალმხრივი და დავტკბე ისევ სანატრელი თავისუფლებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ზედვაკელის ლირიკის ხიბლი :)
ზედვაკელის ლირიკის ხიბლი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|