ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2026


თითები (სონეტი)

ნინო დარბაისელი

რა მეტრული სქემა არ ვცადე! მეტი რა ვუყო ამ შექსპირულ სონეტს, აღარ ვიცი. უკვე სათვალავი ამერია. ნეტა ასამდე ბევრი მიკლია? ჩანაფიქრით,  ასზე უნდა გავჩერდე.

თითები
(სონეტი)

რად მწამდი
გიჟის დაბეჯითებით?
გავწამდი.
შენი თბილი თითები

რომ მეხებოდა,
ჭკუას ვკარგავდი,
აზრი გარბოდა,
ჩემს თავს არ ვგავდი.

ჟრჟოლა სად გაქრა,
ვერც კი გავიგე,
მდევნიდა აქ - რა?
ბედის გამრიგე?

რამ ჩაიარა?
- დამრჩა იარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები