პური ოცნებობს კბილის ფორმაზე, ჯოჯოხეთს ვიცვამ ღმერთთა ხროვაში. მე შევჩერდები ამ თანხმოვანზე.
შეუმოსავი ვხტები ხმოვანში.
აქ სიტყვებს კანი უკუღმა აძვრათ, რადგან სახელმა მოკლა საგანი. სიცარიელემ შეივსო თავი —
უსასრულობით — როგორც — ნაგავით.
სიკვდილშიც ყვავის მზე გარდასული, დრომ ცა ჩაირჭო მიწაში წიწვად. ერთმა პოეტმა გაყიდა სული, და დაუბრუნა ქვითარი მიწამ.
თავდაყირაა ღმერთი სრულიად — საშვილოსნოში რჩება მშიერი. მომხმარებელი ვალდებულია, რომ მოუაროს სიცარიელეს!
მზის ჩრდილმა შობა დაუწყო ნისლებს, მზემ ჩაუმარხა სხივი კირკესაც. ერთ მარცვალს ფეხი დავადგი ისე — დუმილმა ყოფნა ამოიკეცა!
ტანი მოხარა ზეცამ ვაზივით, მზის ხორცი ჟონავს — უსახელაურს. ყვავები სიზმრებს ასახიჩრებენ —
რა ლამაზი და უსახელოა!
უწერტილობამ შემქმნა მგოსანი და წერტილებმაც ხელი ჩამკიდეს. არარამ ჩემში შეიფრთოსანა —
არარაიდან არარაიმდე!
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|