 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 13 ოქტომბერი, 2026 |
ექიმი ყვავი
ლომს ატკივდა კბილები „დაუძახეთ ექიმს“, აზანზარდა მთელი ტყე „არაფერი მშველის“. ექიმი კი ყვავია, დინჯია და ბრძენი, ფიქრობს: „ეს რა დღეში ვარ მეფე ლომი? მხეცი?
რომ შემჭამოს რა ვქნა, დამრჩეს შვილი ობლად? მოვიფიქრებ რამეს, ვუმკურნალებ კარგად“. მიეახლა ყვავი, ლომი ზის და ტირის, აღვარღვალებს ცრემლებს, შეეცოდა ექიმს.
გაუწმინდა პირი, დაუპლომბა კბილი, მოეფერა ლომს და ისიც აღარ ტირის. გაიხარა ლომმა, ჩამოართვა ხელი, ბრძანა: „მოუტანეთ ათი კილო ყველი“. ყვავმა კი ლომს აჩუქა, კბილის დიდი ჯაგრისი, „იხმარე და ვერ იგრძნობ რაა კბილის ტკივილი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|