ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2026


პაოლოს დარიანი პარიზს უბრუნდება

# ლექსები

ნინო დარბაისელი

პაოლოს დარიანი პარიზს უბრუნდება
(სონეტი)

(პაოლო იაშვილის “დარიანიული” ციკლის ბოლო ლექსში ქალი  ისევ პარიზს  უბრუნდება (1924 მაისი. ჟ. კავკასიონი), და ამბობს ”და გადავიქცე მე ბულ მიშელი”.
    ეს პარიზულად შემოკლებული სახელია წმინდა მიშელის ბულვარისა, ლათინურ კვარტალში, მაშინდელ გარეუბანში, რომლის მიდამოებშიც  კერძოდ,  ესტრაპადის  ქუჩაზე ბინადრობდა პაოლო,  სხვა სტუდენტებთან და იქაურ ბოჰემასთან ერთად).

დავალ, მომეძალება მოგონება მხურვალი:
ახლო,  თან შორეული, ათასგზის ნასურვალი:
- ესტრაპადის ქუჩიდან  - სან მიშელის ბულვარი.
პარიზია, ცეცხლია, ნგრევა  გულსაწურვალი.

წარმოსახვას პოეტის  აქ ვის გამო უვლია,
ამდენი ხეტიალით რარიგ  დაღალულია!
დაბრუნებულს პარიზში გზა ვინ გამოულია?
ლათინური კვარტლიდან მეტრო გინდა,  ლუვრია!

პოეტური სულისა სჩვეოდა ამბოხება
და გაიცნო მრავალი და შეიცნო ბოჰემა -
-მათხოვრულად  გადაცმულ ლორდთა მტვერში ხოხება.
დღეს  მტვრევა ყველაფრის, ლეწვა თუ  ჩამოხევა.

გახდა გული პარიზის -  მისი გარეუბანი.
ლეწავს, ლეწავს ყველაფერს ხალხი ნაბან- უბანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები