ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
26 ოქტომბერი, 2026


ლეკვები წვიმაში

  ბომბორამ ლეკვებს აჭამა, შუბლი სათითაოდ დაულოკა და დანაყრებულებს მალე დაეძინათ. თვითონ გარეთ გავიდა, უნდოდა ეზო დაეთვალიერებინა,ის ხომ სახლის ერთგული დარაჯი იყო. ეზოს ბოლოში რომ ჩავიდა, უცბად კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ბომბორას ეგონა მალე გადაიღებდა და იქვე მდგარ ნაძვს შეაფარა თავი. წვიმამ პირიქით მოუმატა, ჭექა-ქუხილიც დაიწყო.
  ლეკვებს გაეღვიძათ, წვიმა პირველად ნახეს, მალე წყალი საძაღლეში შევარდა,შეშინებული ლეკვები გარეთ გამოცვივდნენ, სახლის კიბესთან დალაგებულ ბავშვების ბათინკებში ჩაძვრნენ, მალე წყალმა ბათინკები. ხევისკენ გააქანა, ბედად ხევში შინაური ბატები იყვნენ, ამოიყვანეს ლეკვები და სათითაოდ ზურგზე შეისვეს და ყიყინით სახლისკენ ცურვით წამოვიდნენ. გზაზე გაწუწული ბომბორა მოცურავდა.
  წვიმამ იკლო, მალე მზემ გამოანათა, მიწაც გამოჩნდა, ბატებმა ლეკვები ჩამოსვეს, ეხლა შეშინებულები ბომბორას ზურგზე აცოცდნენ და შინისკენ გასწიეს. გზაზე ნახევრად გაშრობაც. მოასწრეს.
  ჭიშკართან ბომბორას დანახვაზე გახარებული ბავშვები გამოცვივდნენ, ლეკვები სახლში ღუმელთან დასვეს და ახალი სახლიც გაუკეთეს სახელდახელოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები