ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული ლექსები
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2026


ნაბიჯი 2

ტინზე ეს ნახატი
გულის ტვიფარები
როგორ
მეტყველი და ყოვლის
მომცველია
ვიღაც ერთ სანთელთან
მდუმარედ იწვება და
ვიღაც ასი სანთლით
მრუში
მლოცველია
წვიმით მოაწყდება თვალებს
ნოემბერი
სულში ფორიაქობს
ქარი
უსახური
ზამთრის მოლოდინში სად
რას შევეკედლო
სევდად ჩამისახლდა
დარდი
უსაქმური
უნდა შევასწავლო ფიქრებს
პატიება
სამსალითაც შევსვი სავსე
ფიალები
ფოთოლსაც სტკენია ცივი
შემოდგომა
ხეებმა მოიშუშეს სიშიშვლის იარები
და ეს იარები
სულის სვირინგებად
რაოდენ მეტყველი და ყოვლის
მომცველია
ვიღაც ერთ სანთელთან მდუმარედ
დაიწვა  და
ვიღაც ასი სანთლით
მრუში
მლოცველია ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები