 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 31 მარტი, 2009 |
ნოეური პოეტური ხილვანი...
,,...ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო...’’ დაბ. 8.21.
ახლადნაშობი, ზღვის უძირო ქაოსებდან, ნაპირს ვესწრაფი... მწვანე სიზმრის ცხელი ბროლება... დაღლილი ძებნით... მოლოდინით და მძიმე ტვირთით, ღვთის წყრომის ზიდვით... და... ჰა, ნაპირი... სიმწვანით მწველი... ახალი გვერდი... ცარიელი, ცდის მოლოდინით... [ჩასაწერიც მალე იქნება]... ძველი სისტემა?!... შეცვლილი ახლით... და მაინც მუდამ შეუცვლელი... ის ძველი... მწველი... ვით მტრედისფერი ცის დანაპირი, ოცნების მწვანე ნაპირზე მდგარი, წარღვნილი ქვეყნის ბოლო რაინდი... ...უსაზმოდ მთვრალი... ...მთვრალი?!... განა რით მთვრალი?!... თავისუფლებით?!... ღვთიური სითხით?!... თუ ლაღი... მიწიერ საქმეთაგან შეუმოსავი... გაბრუებული მწვანე სიზმრით... ვაზის ნაჟურით გულნაოხი... როკვით?!... თუ ტრფობით გათანგული, ჩაძინებული... და მიპარული, გაშიშვლებული მამის ხილვით გაოგნებული, მოდარაჯე განკითხვის თვალი... არდაფარული... ქამის ურცხვი ჩაღიმილება... ძმათა დასმენით?!... აგორებული წყენის ბორბალი... და გულნატკენი მამის წყევლა, გაუგებრობის ცოდვით ნაფერი...
*** ო, ეს ნაპირი... ღვთიური აღთქმის ცის სარტყელში იმედის შვიდფრად წამომართული... დაუვიწყარი... და საფიცარი... მომავალი... ნოე დგას ერთი!... ამ ღვთივ ნაკურთხი ახალი მოდგმის ცოდვა-მადლის უშრეტ სამკალში, მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
2006წ. 5-14 თებერვალი.
(მესამე კარის დასასრული- გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან საინტერესოა და კარგად იკითხება :) ძალიან საინტერესოა და კარგად იკითხება :)
11. ნოე დგას ერთი!... ამ ღვთივ ნაკურთხი ახალი მოდგმის ცოდვა-მადლის უშრეტ სამკალში, მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
რა გინდა რომ დაამატო? აი, ნოეს სახის ორ სიტყვაში ჩატევა ამას ჰქვია! ყოჩაღ! ნოე დგას ერთი!... ამ ღვთივ ნაკურთხი ახალი მოდგმის ცოდვა-მადლის უშრეტ სამკალში, მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
რა გინდა რომ დაამატო? აი, ნოეს სახის ორ სიტყვაში ჩატევა ამას ჰქვია! ყოჩაღ!
9. უბრალოდ, 55555 :) უბრალოდ, 55555 :)
8. ისევ იმ აზრზე ვარ - მომწონს :) ისევ იმ აზრზე ვარ - მომწონს :)
6.
ძალიან ლამაზია :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
ძალიან ლამაზია :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
5. ო, ეს ნაპირი... ღვთიური აღთქმის ცის სარტყელში იმედის შვიდფრად წამომართული... დაუვიწყარი... და საფიცარი... მომავალი... ნოე დგას ერთი!... ამ ღვთივ ნაკურთხი ახალი მოდგმის ცოდვა-მადლის უშრეტ სამკალში, მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
მომწონს, რაც იწერება. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ფაქიზი ხელიც შეეხოო. ველოდები რაღაც ორიგინალურ ფინალს...
ო, ეს ნაპირი... ღვთიური აღთქმის ცის სარტყელში იმედის შვიდფრად წამომართული... დაუვიწყარი... და საფიცარი... მომავალი... ნოე დგას ერთი!... ამ ღვთივ ნაკურთხი ახალი მოდგმის ცოდვა-მადლის უშრეტ სამკალში, მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
მომწონს, რაც იწერება. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ფაქიზი ხელიც შეეხოო. ველოდები რაღაც ორიგინალურ ფინალს...
4. და... ჰა, ნაპირი... სიმწვანით მწველი... ახალი გვერდი... ცარიელი, ცდის მოლოდინით... -ყველაფერია ნათქვამი...55555555555
მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი. -ეს ყველაზე მეტად...
და... ჰა, ნაპირი... სიმწვანით მწველი... ახალი გვერდი... ცარიელი, ცდის მოლოდინით... -ყველაფერია ნათქვამი...55555555555
მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი. -ეს ყველაზე მეტად...
3. კარგია მათე :) კარგია მათე :)
2. გაუგებრობის ცოდვით ნაფერი... ................... მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
გაუგებრობის ცოდვით ნაფერი... ................... მარად პირველი და ერთდროულად უკანასკნელი მართალი კაცი.
1. მაგარია! მათე-ბიჭო, ულამაზესი სულის ადამიანი ხარ! და მიხარია, რომ ასე ახლოს გაგიცანი! გკოცნი! 5 მაგარია! მათე-ბიჭო, ულამაზესი სულის ადამიანი ხარ! და მიხარია, რომ ასე ახლოს გაგიცანი! გკოცნი! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|