ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


მინიატურები (პატარა ნამცეცებია)

* * *
ნიავქალა....

* * *
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა.

* * *
სტროქონებს შეხიზნული
პოეტის ცხოვრება.

* * *
სიყვარული?
სიყვარული ხო მაშინ იბადება,
როდესაც ბავშვი "დედას" ამბობს...

* *
ტოტებს რომ ფოთლები წყდებიან,
ნეტავ ისე წყდებოდნენ ზეცას ვარსკვლავები...
რამდენ სურვილს ჩავიფიქრებდით...

* * *
ცა. მთვარე. ვარსკვლავები.
პერანგი. ღილი. მძივები.


* * *
ფოსტალიონი -
იმედი სოფელს შერჩენილი მოხუცების.

* * *
პოეტი და დრო,
ორი მოპაექრე.

* * *
ქვა,
როგორც მარადისობის სიმბოლო.

* * *
რა ახლოა ღიმილიდან ცრემლებამდე...

* * *
ჩვენი სიყვარული- 
ჩვენი სევდიანი ცხოვრების ლამაზი სიზმარი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები