| ავტორი: აუდიოროი ჟანრი: პოეზია 11 აპრილი, 2009 |
<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=9,0,0,0" width="452" height="380"><param name="allowScriptAccess" value="always" /><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="movie" value="http://www.myvideo.ge/myvidpl_r2_gare.swf?videoH=d41d8cd98f00b204e9800998ecf8427e445911" /><param name="flashvars" value="videoH=d41d8cd98f00b204e9800998ecf8427e445911" /><embed src="http://www.myvideo.ge/myvidpl_r2_gare.swf?videoH=d41d8cd98f00b204e9800998ecf8427e445911" width="452" height="380" allowScriptAccess="always" allowFullScreen="true" type="application/x-shockwave-flash" pluginspage="http://www.macromedia.com/go/getflashplayer" /></embed></object>
ღამეა სხვათა შორის განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი, ძალიან არაფერი, უბრალოდ მეწერება და ახლა მამასავით მაკლია მამაჩემი. ქარი ზის ფორთოხლებზე, ფანჯრისკენ მივტრიალდი, იმედი თუ იმედობს იქნება დანარჩენიც, დავდივარ ქუჩებში და ვრწმუნდები იშვიათი, ძალიან უმნიშვნელო ქუჩაა მამაჩემი. გავლენით არავითარ, ვაგრძელებ ჩვეულებრივ, ქრონიკას რეალობის ტოტები ავაჭერი, ვიღაცას არ ჯერავს და მე მართლა გეუბნებით აი ეს ეპოქაა (მარტივად) მამაჩემი. ცხადია როგორც წესი ლექსებიც ბერდებიან, შენ უკვე დამარცხდი და კუთხეში აიტუზე, მამებიც შიგადაშიგ ცოცხალი ხეებია და ქმნიან გარდაცვლილი მამების ჰაბიტუსებს. ბავშვობას უმარილო კადრებად ვალაგებ და მშორდება იშვიათად რაღაცა ირონია, სხვას თავი დავანებოთ არც მეტი, არც ნაკლები, საბრალო მამაჩემი, აი ეს სტრიქონია. ღამეა გეფიცები განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი და ასე უმეტესად ძალიან მეწერება და ასე იშვიათად მეც მქვია მამაჩემი........................
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. და აუდიო ვერსია სადააა??? ლექსი კი მომეწონა ;) ) ) ) და აუდიო ვერსია სადააა??? ლექსი კი მომეწონა ;) ) ) )
18. ჩემი ძმააა! ვიცოდი ეს:( ჩემი ძმააა! ვიცოდი ეს:(
17. როიიიიიიიიიიიიიიიიიიიი როიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
16. მაგარია ძმობილო. გენაცვალე! მაგარია ძმობილო. გენაცვალე!
15. ძალიან მაგარი ლექსია დაააააა ძალიან ძალიან მაგრად კითხულობ როი პოეტო:)
აუდიოროის ძალიან ხშირად ვუსმენ :) ძალიან მაგარი ლექსია დაააააა ძალიან ძალიან მაგრად კითხულობ როი პოეტო:)
აუდიოროის ძალიან ხშირად ვუსმენ :)
14. შესანიშნავადა შერწყმული ლექსი, მუსიკა, წაკითხვა - კარგია, როი! შესანიშნავადა შერწყმული ლექსი, მუსიკა, წაკითხვა - კარგია, როი!
13. ჩემი გულის ლექსია :) მომეწონა,იმაზე მეტად მომეწონა,ვიდრე უბრალო მოწონებაა :) ჩემი გულის ლექსია :) მომეწონა,იმაზე მეტად მომეწონა,ვიდრე უბრალო მოწონებაა :)
12. :) მაინც ჩემი ხმით წაკითხული მირჩევნია. ლექსი ძალიან მაგარია :) მაინც ჩემი ხმით წაკითხული მირჩევნია. ლექსი ძალიან მაგარია
11. მომეწონა...ზვიად რატიანის ,,მამები'' გამახსენდა...ეს არ არის ცუდი...5:) მომეწონა...ზვიად რატიანის ,,მამები`` გამახსენდა...ეს არ არის ცუდი...5:)
10.
ეს მართლაც კარგი ლექსია, აუდიოს მოვისმენ როცა სახლში მივალ,, აუცილებლივ,,
წარმატებები, როი,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
ეს მართლაც კარგი ლექსია, აუდიოს მოვისმენ როცა სახლში მივალ,, აუცილებლივ,,
წარმატებები, როი,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
9. როიიიიიიიიიიიიიი ძალიან მიყვარხააარ :-* როიიიიიიიიიიიიიი ძალიან მიყვარხააარ :-*
8. ძალიან,ძაააალიან მომეწონა.... ახლა რაც მინდოდა,სწორედ ესაა... სასიამოვნო ხმა გაქვს.... ძალიან,ძაააალიან მომეწონა.... ახლა რაც მინდოდა,სწორედ ესაა... სასიამოვნო ხმა გაქვს....
7. მაგრა მომწონს ეს ლექსი, აი წაკითხვის კი რა გითხრა, ჩვეულებრივ იკითხე ხოლმე ჯობია. და კიდევ აუდიო და ტექსტურ ლექსებში სხვაობაა სიტყვებში და ჩაასწორე ძმა ;) მაგრა მომწონს ეს ლექსი, აი წაკითხვის კი რა გითხრა, ჩვეულებრივ იკითხე ხოლმე ჯობია. და კიდევ აუდიო და ტექსტურ ლექსებში სხვაობაა სიტყვებში და ჩაასწორე ძმა ;)
6. როი, როი-ა, და ამას ტექნიკური საშუალებები ბევრს ვერაფერს შემატებს...მაგრამ ასე მთლად როი-ა. როი, როი-ა, და ამას ტექნიკური საშუალებები ბევრს ვერაფერს შემატებს...მაგრამ ასე მთლად როი-ა.
5. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
4. აუ ეს სმაილები ნერვებს მიშლის, ჩანაფიქრი უბრალო ღიმილი იყო და ეს რა უბედურება გამოვიდა!... :D აუ ეს სმაილები ნერვებს მიშლის, ჩანაფიქრი უბრალო ღიმილი იყო და ეს რა უბედურება გამოვიდა!... :D
3. კარგია ძალიან და მითოდიც მომწონს... მუსიკა გემოვნებითაა შერჩეული და ხმაც ძალიან უხდება ტექსტს, ემოციაც... პაუზებიც სწორად გაქვს დაჭერილი და ტექსტსაც თუ დადებ (თვალი რომ გავაყოლოთ) ხომ საერთოდ... :)) და კიდევ, ვიდეოროის შექმნაზე არ გიფიქრია? :)) კარგია ძალიან და მითოდიც მომწონს... მუსიკა გემოვნებითაა შერჩეული და ხმაც ძალიან უხდება ტექსტს, ემოციაც... პაუზებიც სწორად გაქვს დაჭერილი და ტექსტსაც თუ დადებ (თვალი რომ გავაყოლოთ) ხომ საერთოდ... :)) და კიდევ, ვიდეოროის შექმნაზე არ გიფიქრია? :))
1. ყოჩარ როი!!! ჩამოიბურძგლა ჩემსას!!! ყოჩარ როი!!! ჩამოიბურძგლა ჩემსას!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|