 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 15 აპრილი, 2009 |
-შენ გიჟი ხარ? -ვარ -მეც გიჟი ვარ -კეთილი იყოს შენი მოსვლა საგიჟეთში
გაფრთხილებთ: გაფრენამდე სათანადოდ მიიმაგროთ ფრთები და დარწმუნდეთ რომ უსაფრთხო ფრენა გელით ,,ჩვენს სამყარომდე...”
-გეშინია ფრენის? -შენთან ერთად არა
* * * გიჟი მიუშვი ნებასაო თუ მიუშვი გიჟი ნებასაო... არც მახსოვს ზუსტად როგორაა, მაგრამ მთავარია მიუშვა, სადავის მოჭერას რა აზრი აქვს? გიჟია და გიჟი, მაინც თავისას იზამს... ჩვენ, მე და ის, ორივე გიჟები ვართ, ოღონდ ღამეული და მხოლოდ სიზმრებში ვხვდებით ერთმანეთს. ერთი ჩვენგანი უფრო მშვიდია, მეორე უფრო ფორიაქა... ჩვენი ურთიერთობა თამაშია, გამუდმებით ვთამაშობთ. ხანდახან მემალება და ვეძებ (არადა ვერ ვიტან როცა მისი ჯერია), ის უფრო მიყვარს თვითონ რომ მეძებს და პოვნა უჭირს, (რავქნა ეგოისტი ვარ, ეს თვითონაც კარგად იცის, დიდი ხანია მიცნობს...) * * * -ფრთები რომ შეგეხსნას და ჩავარდე მაინც არ გეშინია? -შენს ფრთებს მომაშველებ -რატომ გგონია? -ვკითხულობ -სად? -შენს თვალებში
ვიწყებთ აფრენას, გთხოვთ მოემზადოთ, მოდუნდით, ისაუბრეთ სხეულის ენით და ყველაფერი კარგად იქნება. სამი, ორი, ერთი...
* * * ისევ ვფხიზლდები... რა საინტერესო დროს იცის ამ მაღვიძარამ ტვინის გაბურღვა. ვერ ვიტან !!! ვერ ვიტან !!! ვერ ვიტაააააააააააააააააააააააააააან!!! ისე საინტერესო ვინმეა, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია თავში რა უტრიალებს, ხანდახან ისე მაოცებს რომ თვალები შუბლამდე მიფართოვდება, ხანდახან ისე მაბრაზებს რომ საერთოდ მინდა სიზმრებიდან გამოქცევა...(რა მოხდებოდა სიზმარსაც შეიძლებოდეს delate მისცე და recyde bin-იც არ არსებობდეს?). არა, მაინც ძალიან საძაგლად საყვარელი ვინმეა. ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ და მალევე ვრიგდებით (თან რამდენჯერ გვიჩხუბია...), არადა რა გვაჩხუბებს? ისედაც მხოლოდ ღამით და სიზმრებში თუ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ... რას გაუგებ გიჟებს ( რავქნა თუ ამეკვიატა ეს გიჟების თემა? მომიტევეთ როგორმე...), სწორედ ამიტომ გვიხარია ღამე და სიზმრები ( ე.ი. გამოდის რომ ჩვენ არამარტო გიჟები, არამედ მაზოხისტებიც ვართ... მერე რა? გადახრები რომ არ გვჭირს კიდევ მადლობა ღმერთს )
* * * -როგორ თბილა აქ -შენ უფრო თბილი ხარ -მშვიდად ვარ შენთან -მე უფრო -სხვანაირია სამყარო შენით -სულელი -უფრო სულელო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,ამ სამყაროში”. დაშვებამდე შეინარჩუნეთ სიმშვიდე...
* * * მომენატრა. ღამე საოცრად შემიყვარდა. ნეტა მერამდენე სიზმარის ჯერია ამაღამ? (არასდროს დამითვლია, ახლა ვნანობ...), ისე კი დიდი ხანია ხელიხელ ჩაკიდებულები დავფრინავთ სიზმარეთში... ბევრჯერ დაგვიკარგავს ერთმანეთი, მერე გვიძებნია და ისევ გვიპოვია... ისე შემშინებია, ისე... (ალბათ მასაც ეშინია ჩემი დაკარგვის,სხვანაირად არც დამიწყებდა ძებნას, მაგრამ არასდროს ამბობს, არასდროს იმჩნევს... იმიტომაც ვეძახი ჯიქი ხართქკო და მეთანხმებაკიდეც) არ მინდა წარმოვიდგინო რომ ერთხელაც მეტყვიან: "დასრულდა თქვენი მოგზაურობა ამ სამყაროში. გთხოვთ მოემზადოთ სახლში დასაფრენად"... მეშინია რომ ვეღარასდროს ვნახავ...
* * * - სხვანაირად ციმციმებ - ვანათებ? - ჰო - ჩვენი სამყაროა სხვანაირი - ჰო - არ მინდა წასვლა - დარჩი - სუულ? -
* * * ოხ ეს საზიზღარი, საძაგელი მაღვიძარა. როგორ ვერ ვიტან!!! ვერ ვიტან!!! ვერ ვიტააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააან!!! (გიჟი მიუშვი ნებასაო და მგონი მთლად გამარეკინა ამ სიზმარეთმა... ვითომ მხოლოდ სიზმარეთმა?... )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.120581.html" target="_blank"><img src="http://s15.rimg.info/2fc4d7b81d92ca58a41ba1d25597c81f.gif" border="0" alt="smiles" /></a> <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.120581.html" target="_blank"><img src="http://s15.rimg.info/2fc4d7b81d92ca58a41ba1d25597c81f.gif" border="0" alt="smiles" /></a>
10. <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.95980.html" target="_blank"><img src="http://s9.rimg.info/330ba11b217e663c6d1ff8e31a0a8c77.gif" border="0" alt="smiles" /></a> ხაი ნატ <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.95980.html" target="_blank"><img src="http://s9.rimg.info/330ba11b217e663c6d1ff8e31a0a8c77.gif" border="0" alt="smiles" /></a> ხაი ნატ
9. ეს ვიცი :D
-შენ გიჟი ხარ? -ვარ -მეც გიჟი ვარ -კეთილი იყოს შენი მოსვლა საგიჟეთში
ჰაი :)) ეს ვიცი :D
-შენ გიჟი ხარ? -ვარ -მეც გიჟი ვარ -კეთილი იყოს შენი მოსვლა საგიჟეთში
ჰაი :))
8. ვა სიზმარჩიკ ;) ვა სიზმარჩიკ ;)
7. ფრენა .... სიზმარეთი... ლამაზია... :) ფრენა .... სიზმარეთი... ლამაზია... :)
6. ვიდრე შენ გამათამამებდი, ავიკელი უკვე თაბაგარის გვერდი და აქაც დავაკპირო?:) ვიდრე შენ გამათამამებდი, ავიკელი უკვე თაბაგარის გვერდი და აქაც დავაკპირო?:)
5. ძალიან მიყვარხარ "-*
აი ასე :-*
ჩემი გიჟი :) ძალიან მიყვარხარ "-*
აი ასე :-*
ჩემი გიჟი :)
4. -როგორ თბილა აქ -შენ უფრო თბილი ხარ -მშვიდად ვარ შენთან -მე უფრო -სხვანაირია სამყარო შენით -სულელი -უფრო სულელო....
მესიამოვნა ძალიან და გული გამითბო... :) -როგორ თბილა აქ -შენ უფრო თბილი ხარ -მშვიდად ვარ შენთან -მე უფრო -სხვანაირია სამყარო შენით -სულელი -უფრო სულელო....
მესიამოვნა ძალიან და გული გამითბო... :)
3. - სხვანაირად ციმციმებ - ვანათებ? - ჰო - ჩვენი სამყაროა სხვანაირი - ჰო - არ მინდა წასვლა - დარჩი - სუულ? -
რაუნდა დავუწერო, კარგია დაა! მე, ჩემის მხრივ, წარმატებები მისურვებია! - სხვანაირად ციმციმებ - ვანათებ? - ჰო - ჩვენი სამყაროა სხვანაირი - ჰო - არ მინდა წასვლა - დარჩი - სუულ? -
რაუნდა დავუწერო, კარგია დაა! მე, ჩემის მხრივ, წარმატებები მისურვებია!
2. თამამად ბაკურ, თამამად :P :) თამამად ბაკურ, თამამად :P :)
1. დაუწერეთ ამ უნაბდო ამოყირავებულს ვინმემ რამე ვა!!!! :)
ამის მოგვარეს ვუსმენდი ახლა ,,კავკასიაზე,, და რაღაც კითხვები დამებადა მარა მაინც მოგვარეა და არ ვიტყვი, არ ეწყინოს:) დაუწერეთ ამ უნაბდო ამოყირავებულს ვინმემ რამე ვა!!!! :)
ამის მოგვარეს ვუსმენდი ახლა ,,კავკასიაზე,, და რაღაც კითხვები დამებადა მარა მაინც მოგვარეა და არ ვიტყვი, არ ეწყინოს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|