 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2009 |
ღამის სამის ნახევარია. არვიცი ეს უძილობა როდემდე აპირებს ჩემში ყოფნას, არადა ერთი სული მაქვს თავი მოვაბეზრო და მომეშვას. ყველაზე უარესი ისაა, როცა ვფიქრობ რომ შეიძლება მოვეწონო, მომეჩვიოს და საერთოდ აღარ მოინდომოს ჩემგან წასვლა. ჰმ... რატომ არ უნდა წავიდეს ვითომ? ადრე თუ გვიან ყველა მიდის... ესეც წავა ოდესმე ჩემგან... მეღიმება... წეღან ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი არ დავწერ მეთქი. როცა ემოციებში ბანაობ, მაშინ არც უნდა წერო ადამიანმა... მით უფრო როცა სიშიშვლის გეშინია... (ან ვიღაცის, რაღაცის გამო მალავ...)
* * * ბავშვობიდან ამოჩემება მჭირს წვიმის... ამიტომაც მითხრა ერთმა, ჩემმა “სულწვიმიანი” ხარო, იმან ჯერ კიდევ არ იცოდა რომ წვიმასთან ერთად, ხის პატარა მყუდრო სახლი და ბუხარი მიყვარდა, კიდევ ფიზიკური სიმარტოვე და ფიქრებში შენ... მიყვარდა აკვიატებული მუსიკა ,წითელი ღვინო, ნიკოტინით გაბრუებული ჰაერი და რაც მთავარია მძულდა წერა... თუმცა იქ უკვე აღარ მრცხვენოდა სიშიშვლის, არც დასამალი მქონდა რამე საკუთარ თავთან და მაინც...
* * * თითები კლავიატურაზე მელოდიურად მოძრაობენ, ვბრუნდები სადღაც იქით და ვთამაშობ...
-შენ იხუჭები -არა შენ იხუჭები -სულ მე რატომ? -იმიტომ რომ საჭიროა როგორ მძულს ეს სიტყვა... საჭიროა... ყველა სხვა სავარაუდო გზას რომ გიჭრის და უკან დასახევს აღარ გიტოვებს... მოქნეული მათრახივითაა, რომ გადაგარტყამენ დანიშნულ ადგილამდე სულ ჩორთით ივლი და ბოლოს მიუხედავად შედეგისა, სათქმელი გექნება: ასე იყო საჭიროო...
ისევ მე ვიხუჭები. მატყუებს, მაგრამ მაინც ვიხუჭები, თავს ვიტყუებ... ისე როგორც შეყვარებულ ქალებს სჩვევიათ, იციან რომ თვალის დახუჭვა სისულელეა და მაინც... მერე კარგა ხანს ათრევენ დაულაგებელ ემოციებს (როგორც ზღაპრებში ცხენის ძუაზე გამობმულ დედინაცვლებს, თანაც სიყვარულის სახელით...) მერე მობეზრებული, ყელში ამოსული შეგრძნებებით, გულის რევამდე (უფრო სწორად მანამდე), ყრიან “ვარლამებივით” სანაგვეზე... და თავისუფალი ამოსუნთქვით ტკბებიან, მორიგ ბინძურ ჩასუნთქვამდე...
ახლაც მოტყუებულის გრიმ მორგებული ვხუჭავ თვალებს და ვითვლი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... (ასე ავდივარ 21-მდე და მახსენდება რომ ამდენივე ნაბიჯი მაქვს განვლილი სულ დაბადებიდან. ზოგი გაფლანგული, ზოგი სუფთა, ზოგიც ბინძური, ზოგი სიყვარულიანი, ზოგიც (უფრო) ტკივილიანი, სინანულიანი, მონატრებიანი, გიჟური და რაც მთავარია უღმერთოდ ჩავლილი ნაბიჯები...
გული მეწურება... თვალებს მაგრად ვხუჭავ, რომ ცრემლები შევიკავო, მერე ღრმად ვსუნთქავ რომ ხმაში გაჩენილი ბზარი დავმალო და არაჩემებური ინტონაციით ვამბობ: ,,ვიხილები და მოვდივარ, ვინც დამალული არ არის, ჩემი ბრალი არ არის...”
ვახელ ნაცრემლარ და უკვალოდ დამშრალ ჩაწითლებულ თვალებს, ვიყურები გარშემო... ჰმ... არ გინდა იპოვო? დამალვა ყველაზე ადვილია, მთავარია პოვნა შეგეძლოს, მაგრამ მე რომ ნებისყოფა არ მაქვს?.......... ყველაფერი მალე მინდა ( შვიდ თვიანი ნებისყოფა მაქვს...) ირგვლივ ყველა დამალულია, სამყაროც კი გაუჩინარდა, მე კიდევ ვდგავარ სულ მარტო... და არ ვიცი საით მოვძებნო, საით წავიდე, მრჩეველი მაინც რომ იყოს...( ალბათ მინდოდა მეთქვა ჩამშვები...) მაგრამ... (ზღაპრებში რომ დედაბერი გასწავლის აქეთ წახვალ მოკვდებიო, იქით კიდევ უფრო მეტი შანსია სიკვდილისო, დაბრუნდები სიკვდილიო და ბოლო მაინც სიკვდილია ყველასი, უბრალოდ ნუ დააჩქარებო...) ასე მიწევს დგომა და მაინც, ვიწყებ! მაინც ვეძებ! მაინც ვითვლი სივრცეში გაფანტული ნაბიჯების მუხტს... არადა არასდროს არ მყვარებია სხვისი ნაფეხურებით მევლო, თავგასული და თავნება არსება ვარ რომელიც თავისი ხუშტურებით მოდიოდა ბავშვობიდან და თავის ბილიკებს ქმნიდა... (გზას მხოლოდ უფალი ქმნის... გზამდე ძნელია მისვლა...) მერე ამ ბილიკებით კმაყოფილდებოდა და მომდევნო ეტაპზე უფრო მეტს ითხოვდა...
-სტუკ!, სტუკ! სტუუუუუკ!!!!! – ურააააა, კიდევ მე დაგასტუკეეეეეეეეე, მომავალშიც შენ იხუჭები...
ხმას არ ვიღებ, გზას ვაგრძელებ... ისევ დამასწრო, მე როგორც მეოცნებე ისევ ფრენით ვტკბებოდი, ყურადღება მოვუდუნე სამყაროს და... “ყველა მეოცნებე ადამიანი ცოდოა მამაო...” – მახსენდება და წეღანდელი დაგუბებული ახლა რამდენიმე ცრემლი მიწვავს თვალს.
-ეეეე, სად მიდიხარ? ხომ დაბრუნდები? აბა გაქცევა რა წესია? სუსტი ხომ არ ხარ? – მომდევს ხმა, ცოტა დამცინავი, ცოტა შეფიქრიანებული, ალბათ ჰგონია რომ აღარ დავბრუნდები.ეშინია, განა იმიტომ რომ სხვას ვეღარ გამოიჭერს სათამაშოდ? უბრალოდ შემეჩვია, არ ვეთმობი... -დავბრუნდები... – უკან მოუხედავად ვუგდებს ერთადერთ სიტყვას და გზას ვაგრძელებ... ან სად გავექცევი რომ? ყველგან მომძებნის... ისე მეც კი მივეჩვიე... თანაც არც ისეთი სუსტი ვარ...
* * * ახლა ღამის სამი საათია და თავს ვაიძულებ რომ დავიძინო...
პ.ს. ალბათ შენც გძინავს, მე შენ ჩემს სიზმრებში გამოგაღვიძებ რომ გითხრა, უბრალოდ მომენატრე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა:)
!!! აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა:)
!!!
15. ეს დღისით წავიკითხე, ყირამალა-ხუჭუჭავ. პატარა, ცუღლუტი ბაია ხარ შენ და მიყვარხარ:-* ეს დღისით წავიკითხე, ყირამალა-ხუჭუჭავ. პატარა, ცუღლუტი ბაია ხარ შენ და მიყვარხარ:-*
14. ნელიკო გამიხარდება ხოლმე :)
მათე-მათე :) :-*
ucha-070 რა საყვარელი კომენტარი იყოოოოოოოო :) ახტაჯანას მეძახდნენ მთელი ბავშვობა და კარგი რამეები გამახსენდა ახლა, დიდი მადლობაო ყირამალამ :-* ნელიკო გამიხარდება ხოლმე :)
მათე-მათე :) :-*
ucha-070 რა საყვარელი კომენტარი იყოოოოოოოო :) ახტაჯანას მეძახდნენ მთელი ბავშვობა და კარგი რამეები გამახსენდა ახლა, დიდი მადლობაო ყირამალამ :-*
13. სულ ყირაზე რავა დგახარ გოგო შენ!!! ...შემაყვარა თავი ამ ახტაჯანამ, ბოდიში საზოგადოებას თუ ხმამაღლა მომივიდა ნათქვამი... :) სულ ყირაზე რავა დგახარ გოგო შენ!!! ...შემაყვარა თავი ამ ახტაჯანამ, ბოდიში საზოგადოებას თუ ხმამაღლა მომივიდა ნათქვამი... :)
12. ეს დამალობანა მომეწონა... კარგი მიგნებაა ცხოვრებასთან, თუ ბედთან თამაშისა.... ბოლო იყო ძალიან ლამაზი..... მომწონხარ ყირამალა გოგო.... ჩემს ბავშვობაში წიგნი იყო, ,,ყველაფერი ყირამალა'''... :) ;) ;) :) ეს დამალობანა მომეწონა... კარგი მიგნებაა ცხოვრებასთან, თუ ბედთან თამაშისა.... ბოლო იყო ძალიან ლამაზი..... მომწონხარ ყირამალა გოგო.... ჩემს ბავშვობაში წიგნი იყო, ,,ყველაფერი ყირამალა```... :) ;) ;) :)
11. ძალიან კარგია.... ლამის ვიტირე. ყოველთვის გესტუმრები.... :) ძალიან კარგია.... ლამის ვიტირე. ყოველთვის გესტუმრები.... :)
10. ბევრ მწერალს მაგონებს შენი სტილი და იმედი მაქვს სულ ტყუილად... მე_თამუნა. 2009-05-01 15:02
ანიიიიიიიიუუუუუუუ??????????????? ;;) მე არ ვიცი შენ ვისი სტილი გგონია,მარა ისე დიდად არც მანაღვლებს ეგ საკითხი, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, ჩემსას ვისწორებ, და არა იმისთვის რომ ვიღას იმედები ქონდეს... :D ეს ისე და პრინციპში მე არც აქამდე ვთვლიდი რომ განუმეორებელი ხელწერა მაქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას (არავინ მიწყინოს ;;) ) :D
პ.ს. ნიკი რომ მოგწონს, კარგია :) ბევრ მწერალს მაგონებს შენი სტილი და იმედი მაქვს სულ ტყუილად... მე_თამუნა. 2009-05-01 15:02
ანიიიიიიიიუუუუუუუ??????????????? ;;) მე არ ვიცი შენ ვისი სტილი გგონია,მარა ისე დიდად არც მანაღვლებს ეგ საკითხი, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, ჩემსას ვისწორებ, და არა იმისთვის რომ ვიღას იმედები ქონდეს... :D ეს ისე და პრინციპში მე არც აქამდე ვთვლიდი რომ განუმეორებელი ხელწერა მაქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას (არავინ მიწყინოს ;;) ) :D
პ.ს. ნიკი რომ მოგწონს, კარგია :)
9. უბრალოდ ძალიან მომეწონა შენი ნიკი... ბევრ მწერალს მაგონებს შენი სტილი და იმედი მაქვს სულ ტყუილად...:) უბრალოდ ძალიან მომეწონა შენი ნიკი... ბევრ მწერალს მაგონებს შენი სტილი და იმედი მაქვს სულ ტყუილად...:)
8. არ იტირო და გაკოცებ :-* ;;) არ იტირო და გაკოცებ :-* ;;)
7. "პ.ს. ალბათ შენც გძინავს, მე შენ ჩემს სიზმრებში გამოგაღვიძებ რომ გითხრა, უბრალოდ მომენატრე..."
ვიტირებ! აი გული უკვე ამიჩუყდა...:) სად შემიძლია ჩემი სუსტი ნერვების პატრონს,ამხელა გრძნობების კითხვა?!...:)
კაქო! :)
"პ.ს. ალბათ შენც გძინავს, მე შენ ჩემს სიზმრებში გამოგაღვიძებ რომ გითხრა, უბრალოდ მომენატრე..."
ვიტირებ! აი გული უკვე ამიჩუყდა...:) სად შემიძლია ჩემი სუსტი ნერვების პატრონს,ამხელა გრძნობების კითხვა?!...:)
კაქო! :)
6. უძილობის სენი გვჭირს :)) უძილობის სენი გვჭირს :))
5. ღამის სამის ნახევარია...
ეჰ...მეც მაგ დროს ვიძინებ... :( უძილობა არ მიხსენო რა :( ღამის სამის ნახევარია...
ეჰ...მეც მაგ დროს ვიძინებ... :( უძილობა არ მიხსენო რა :(
4. განდიიიიიიიი მადლობაააააააა ;;)
ჟადენ მეც მიყვარს... :)
ნიიიჩ >:D< უძილობის ბრალია :-*
განდიიიიიიიი მადლობაააააააა ;;)
ჟადენ მეც მიყვარს... :)
ნიიიჩ >:D< უძილობის ბრალია :-*
3. ჩემი გიჟმაჟი ქალი :)
აკი არაო? :)
ვიხილები და მოვდივარ ;) ჩემი გიჟმაჟი ქალი :)
აკი არაო? :)
ვიხილები და მოვდივარ ;)
2. ბავშვობიდან ამოჩემება მჭირს წვიმის... ამიტომაც მითხრა ერთმა, ჩემმა “სულწვიმიანი” ხარო, იმან ჯერ კიდევ არ იცოდა რომ წვიმასთან ერთად, ხის პატარა მყუდრო სახლი და ბუხარი მიყვარდა, კიდევ ფიზიკური სიმარტოვე და ფიქრებში შენ... მიყვარდა აკვიატებული მუსიკა ,წითელი ღვინო, ნიკოტინით გაბრუებული ჰაერი და რაც მთავარია მძულდა წერა... თუმცა იქ უკვე აღარ მრცხვენოდა სიშიშვლის, არც დასამალი მქონდა რამე საკუთარ თავთან და მაინც...
მე ახლაც მიყვარს ეს ყველფერი.... ძალიან მომეწონა...
ბავშვობიდან ამოჩემება მჭირს წვიმის... ამიტომაც მითხრა ერთმა, ჩემმა “სულწვიმიანი” ხარო, იმან ჯერ კიდევ არ იცოდა რომ წვიმასთან ერთად, ხის პატარა მყუდრო სახლი და ბუხარი მიყვარდა, კიდევ ფიზიკური სიმარტოვე და ფიქრებში შენ... მიყვარდა აკვიატებული მუსიკა ,წითელი ღვინო, ნიკოტინით გაბრუებული ჰაერი და რაც მთავარია მძულდა წერა... თუმცა იქ უკვე აღარ მრცხვენოდა სიშიშვლის, არც დასამალი მქონდა რამე საკუთარ თავთან და მაინც...
მე ახლაც მიყვარს ეს ყველფერი.... ძალიან მომეწონა...
1. შესანიშნავია :)
დილა მშვიდობისა ყველას, ყველას :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიი<:-P
შესანიშნავია :)
დილა მშვიდობისა ყველას, ყველას :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიი<:-P
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|