მერე რა რომ ვტირი, მერე რა რომ მცივა... ნეტა ვიცოდე, მიყვარხარ თუ არა, მაშინ ამდენი ბოდიალი, ამდენი სისულელეების თქმა არ დამჭირდებოდა, პირდაპირ გეტყოდი, მიყვარხართქო... მერე რა, რომ წვიმს, მერე რა რომ მცივა... რომ არ შეგხვედროდი, არ შემიყვარდებოდი. აი, ასე მარტივად გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება. იქნებ და ჯობდეს, არ გავართულო ყველაფერი, მივიღო ისე, როგორც არის და არ დაგიწყო ძებნა... ახლა ხომ სადღაც ხარ? ჰოდა მეც მინდა მანდ ვიყო... მე კიდევ ზღაპარი მინდა. გამაფრთხილეს, არ არსებობსო, არ დაიჯეროო, მაგრამ რა ვქნა, მინდა... ყოველთვის, როცა შენს ძებნას ვიწყებ, მაგონდება, რომ შენ სხვისი იყავი, და ალბათ სხისი გახდები, მაგ შუალედში, ჩემი _ არსდროს. გეძებ იმაზე იქედან და წაგიყვან იმაზე იქეთ... უაზროდ ყოფნა არყოფნას ჯობია, იმიტომ რომ იქნებ სხვისთვის მაინც ატარებდე რაიმე აზრს... მომენატრა სიტყვა "საკუთარი", როცა ამ სიტყვაში შენ გგულისხმობდი... ყველაზე ბანალურიც რომ იყოს ჩემი სიტყვები, მაინც გეტყვი, მენატრები... ჩემი ბრალია, ყოველთვის მთავარ სათქმელს ბოლოსთვის ვიტოვებდი, მეტი ეფექტისთვის... ესეც ჩემი ეფექტი, მივიღე ის, რაც ყველაზე ეფექტურია საკუთარი თავის წინააღმდეგ, შემიყვარდი და აღარ მაქვს "მე", ახლა ვარ შენ. არ გაბედო და არ შემიბრალო. ამას ისე ვერ მოახერხებ, მე რომ მეამოს და სხვანაირად გულს მატკენ. ხედავ, ისევ დაბნეული ვარ, არ ვიცი რა მინდა , შენს გარდა, რა თქმა უნდა. მე არა ვარ სულგრძელი საიმისოდ, რომ ბედნიერება გისურვო სხვის გვერდით, მე ეგოისტი ვარ, შენით და ალბათ, სიყვარული, რომელიც ეგოისტად გაქცევს, არ არის ის, რაც შენ გჭირდება. ერთ კითხვაზე მიპასუხე, გჭირდები? და იცი რა შეგრძნება მაქვს, რომ შენ გინდოდა ჩემი შეყვარება მაგრამ მე თითონ შემიყვარდი მანამ ისე თავბრუდამხვევად, რომ გაბრუვდი და მერე, გაივსე და გადმოიღვარე ... და დაიცალე, ჩემგან და ჩემით... აი, ეს დავმართე საკუთარ თავს შენი შეყვარებით... მე, გოგოს, რომელსაც არავისთვის ეკოცნა, პირველმა შენ მომპარე გრძნობა, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობდი, დამანაზე, დამაქალე და მერე... მერე მიმაგდე, არ მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ მე ხომ ოდესღაც ვიყავი უბიწო, ფაქიზი სულით და გამოუცდელი გრძნობებით. მერე შენ გამოჩნდი ასეთი ძლიერი და უხეშიც, რაღაცნაირად... არ გადანაშაულებ იმაში, რომ გულგრილი ხარ, მტანჯავს ეგ, მაგრამ ვერ დაგადანაშაულებ... ახლა ზღვის სანაპიროს მივუყვები თეთრმოლურჯო კაბით და ზუსტად ამ ფერის ტალღები მოხოხავს კენჭებზე. მოდი, გამხადე ეს კაბა თორემ შევერთვები ზღვას და გაგიქრები შენი თამამი, ბოდიალა გოგო. თუ ვერ მიშველი გადამარჩინე მაინც... ხომ ხედავ მეც ვტირი და მერე რა? ისევ უდარდელად გააგრძელე სიცოცხლე, როგორც აქამდე, არ მიდარდო და არ მომისაკლისო, მე მაინც ვერ მომკლავ იმაზე უფრო, ვიდრე მე მოვიკალი თავი... ნურც იმას იდარდებ, რომ დამატირებენ და კუბოს დამისველებენ, თუ მეღირსა საერთოდ... ხომ იცი გაზაფხული როგორ მიყვარდა წვიმებიანად და უბრალო წვიმად მიიღე ეს ცრემლებიც, მითუმეტეს მგონია, რომ ცის მეტი არავინ დამიტირებს... იასამანიც ხომ სველდება გაზაფხულზე, მაგრამ მაინც ყვავის... მოვკვდები იმ იმედით, რომ არ იქნები ამით უბედური. უბრალოდ გახსოვდეს, მე ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი და თავბრუდამხვევი ტანგო შენთან ერთად ვიცეკვე... შენ არ იტირო, პატარავ... აჰა, ჩემი ყველაზე დიდი გული შენ... მერე რა რომ სველია, სველი... იასამანი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მადლობა და მეც მოგიკითხე :) მადლობა და მეც მოგიკითხე :)
24. მერე რა რომ სველია, სველი... იასამანი... მართლაც მერე რა... მთავარია გაზაფხულის შხაპუნა წვიმით იყოს სველი... მოგიკითხე თამუნა... მერე რა რომ სველია, სველი... იასამანი... მართლაც მერე რა... მთავარია გაზაფხულის შხაპუნა წვიმით იყოს სველი... მოგიკითხე თამუნა...
23. ...თუ ვერ მიშველი,გადამარჩინე მაინც...და ამის შემდეგ მართლაც მერე რა რომ სველია?....თამარობას გილოცავ! ...თუ ვერ მიშველი,გადამარჩინე მაინც...და ამის შემდეგ მართლაც მერე რა რომ სველია?....თამარობას გილოცავ!
22. მადლობააა:) მე კიდე შენი ნიკი მომეწონა ძალიან... უსაყავრლესი ადამიანი გამახსენა ერთი... მადლობააა:) მე კიდე შენი ნიკი მომეწონა ძალიან... უსაყავრლესი ადამიანი გამახსენა ერთი...
21. მოვკვდები იმ იმედით, რომ არ იქნები ამით უბედური. უბრალოდ გახსოვდეს, მე ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი და თავბრუდამხვევი ტანგო შენთან ერთად ვიცეკვე...
ძალიან მომეწონა:) მოვკვდები იმ იმედით, რომ არ იქნები ამით უბედური. უბრალოდ გახსოვდეს, მე ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი და თავბრუდამხვევი ტანგო შენთან ერთად ვიცეკვე...
ძალიან მომეწონა:)
20. მადლობა კომენტარებისთვის... :) პლაკსა ბრომლეი მადლობა სითოსთვის და კრიტიკისთვის რა თქმა უნდა... :) შვილი ჯერ რა მყავს...:) nino ჩემდა სამარცხვინოდ უნდ ავაღიარო რომ მაგ სპექტაკლს ორი თვის წინ პირველად ვუყურე სხვა თეატრში და ძალიან მომეწონა... ადრე ტელევიზიით ვნახე... შინაარსი არ გავს, მართალია მაგრამ თითონ სახელი ძალიან მომწონს... მადლობა.. მართლა, მრავალ თამარობას, უფლის წყალობით...:) მადლობა კომენტარებისთვის... :) პლაკსა ბრომლეი მადლობა სითოსთვის და კრიტიკისთვის რა თქმა უნდა... :) შვილი ჯერ რა მყავს...:) nino ჩემდა სამარცხვინოდ უნდ ავაღიარო რომ მაგ სპექტაკლს ორი თვის წინ პირველად ვუყურე სხვა თეატრში და ძალიან მომეწონა... ადრე ტელევიზიით ვნახე... შინაარსი არ გავს, მართალია მაგრამ თითონ სახელი ძალიან მომწონს... მადლობა.. მართლა, მრავალ თამარობას, უფლის წყალობით...:)
19. :)
"მერე რა რომ სველია, სველი იასამანი"...რუსთაველის თეატრის სპექტაკლი გამახსენა სათაურმა :) :)
"მერე რა რომ სველია, სველი იასამანი"...რუსთაველის თეატრის სპექტაკლი გამახსენა სათაურმა :)
18. "მე მაინც ვერ მომკლავ იმაზე უფრო, ვიდრე მე მოვიკალი თავი..." :):):) "მე მაინც ვერ მომკლავ იმაზე უფრო, ვიდრე მე მოვიკალი თავი..." :):):)
17. კარგი ჩემგან!!! კარგი ჩემგან!!!
16. შენ არ იტირო, პატარავ...
...ყველაფერი კარგად იქნება, არ შეიძლება სხვაგვარად და მიტომ :) შენ არ იტირო, პატარავ...
...ყველაფერი კარგად იქნება, არ შეიძლება სხვაგვარად და მიტომ :)
15. ლამაზია, საინტერესოა. მართლაც, რომ ლამაზი წინადადებებია, მაგრამ მაინც არის "მაგრამ" (ჩემთვის მაინც)... : ) ეს მაგრამ იმაშია, რომ ვერ ამაღელვა, იქნებ მეც გულგრილი ვარ : ))))))) მომიტევეთ : ) ბოლოს კი მადლობა, რომ ქალი ბრძანდებით, და მადლობა წინასწარ (ან იქნებ არც) თქვენი შვილისთვის... : ) ერთ რამეს ვისურვებდი, რომ "იქაც" "ჩონჩხიანი ტყეები არ ყოფილიყოს... : ) ლამაზია, საინტერესოა. მართლაც, რომ ლამაზი წინადადებებია, მაგრამ მაინც არის "მაგრამ" (ჩემთვის მაინც)... : ) ეს მაგრამ იმაშია, რომ ვერ ამაღელვა, იქნებ მეც გულგრილი ვარ : ))))))) მომიტევეთ : ) ბოლოს კი მადლობა, რომ ქალი ბრძანდებით, და მადლობა წინასწარ (ან იქნებ არც) თქვენი შვილისთვის... : ) ერთ რამეს ვისურვებდი, რომ "იქაც" "ჩონჩხიანი ტყეები არ ყოფილიყოს... : )
14. ეხ, თამუნია თამუნია! :-* ეხ, თამუნია თამუნია! :-*
13. ჰო, შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ საკუთარ თავზე წერ :) ჰო, შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ საკუთარ თავზე წერ :)
12. გამეღიმა :) გამეღიმა :)
11. ხო და ბარემ მე მარტო წავიკითხავ არა?! :) არა, თქმაზე არა, უფო გასაგებად რომ ვთქვა, ნაადრევია ჯერ, მემგონი... ხო და ბარემ მე მარტო წავიკითხავ არა?! :) არა, თქმაზე არა, უფო გასაგებად რომ ვთქვა, ნაადრევია ჯერ, მემგონი...
10. კარგი რა...ვინ რა უნდა გითხრას, ნაწერი შენია, გვერდი შენია, რასაც გინდა იმას დაწერე და იმას გამოაქვეყნებ ;) ხომ ასეა?
კარგი რა...ვინ რა უნდა გითხრას, ნაწერი შენია, გვერდი შენია, რასაც გინდა იმას დაწერე და იმას გამოაქვეყნებ ;) ხომ ასეა?
9. არა ლიკა, ეს ის არაა და იმას არ დავდებ ალბათ საერთოდ... ჩემი ქმარი ამბობს _ მაგის მერე დიდი უარყოფითი ეფექტი ექნება... და თან არ ღირს მემგონი... რაც არ მჭირს იმას მაბრალებენ და მაგაზე ხო საერთოდ, გამასახლებენ აქედან... არა ლიკა, ეს ის არაა და იმას არ დავდებ ალბათ საერთოდ... ჩემი ქმარი ამბობს _ მაგის მერე დიდი უარყოფითი ეფექტი ექნება... და თან არ ღირს მემგონი... რაც არ მჭირს იმას მაბრალებენ და მაგაზე ხო საერთოდ, გამასახლებენ აქედან...
8. მერე რა?... :-*
ესაა ის ნაწერი ჩვენ რომ ვიცით? :)) ;) მერე რა?... :-*
ესაა ის ნაწერი ჩვენ რომ ვიცით? :)) ;)
7. აჰა, ჩემი ყველაზე დიდი გული შენ! ლამაზად წერ! :) აჰა, ჩემი ყველაზე დიდი გული შენ! ლამაზად წერ! :)
6. jaden, დაგეთანხმები, საკუთარი თავის შებრალებაზე უდუდესი სისაძაგლე არ არსებობს ამქვეყნად...:) ადამიანებო, ჩემზე ნუ გადმოატანთ ყველაფერს. ნუ ფიქრობთ რომ ყველაფერს საკუთარ თავზე ვწერ... ეს სულაც არ არის ჩემი მორალი... მე მეგონა წარდგინებები უკვე დამთავრდა... jaden, დაგეთანხმები, საკუთარი თავის შებრალებაზე უდუდესი სისაძაგლე არ არსებობს ამქვეყნად...:) ადამიანებო, ჩემზე ნუ გადმოატანთ ყველაფერს. ნუ ფიქრობთ რომ ყველაფერს საკუთარ თავზე ვწერ... ეს სულაც არ არის ჩემი მორალი... მე მეგონა წარდგინებები უკვე დამთავრდა...
5. თავის თავი არ უნდა გებრალებოდეს - ჩემთვის ეს მეტი მორალია... სხვების სიბრალულზე გეღიმება მერე მხოლოდ... :) თავის თავი არ უნდა გებრალებოდეს - ჩემთვის ეს მეტი მორალია... სხვების სიბრალულზე გეღიმება მერე მხოლოდ... :)
4. ლამაზი ჩანახატია, "თეთრმოლურჯო" ფერებში, აზრობრივად ერთადერთი ფრაზაა ჩემთვის ჯანსაღი: "არ გაბედო და არ შემიბრალო"- ეს შენი მორალია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია... კეთილი სურვილები! ლამაზი ჩანახატია, "თეთრმოლურჯო" ფერებში, აზრობრივად ერთადერთი ფრაზაა ჩემთვის ჯანსაღი: "არ გაბედო და არ შემიბრალო"- ეს შენი მორალია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია... კეთილი სურვილები!
3. და ვინ ჩემო კარგო? :) ნუ მხედავ ამ ქალში მე! :) მაგრამ, მადლობა რჩევისთვის... და ვინ ჩემო კარგო? :) ნუ მხედავ ამ ქალში მე! :) მაგრამ, მადლობა რჩევისთვის...
2. :)
ასე არ შეიძლება... ალბათ არ მაქვს ამის თქმია უფლება, მაგრამ არ შეიძლება ასე თამუნა... დაიკიდე :) :)
ასე არ შეიძლება... ალბათ არ მაქვს ამის თქმია უფლება, მაგრამ არ შეიძლება ასე თამუნა... დაიკიდე :)
1. რომ არ შეგხვედროდი, არ შემიყვარდებოდი. აი, ასე მარტივად გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება. იქნებ და ჯობდეს, არ გავართულო ყველაფერი, მივიღო ისე, როგორც არის და არ დაგიწყო ძებნა...
კი...მასე მარტივად ჯობს... :)
მერე რა რომ სველია, სველი... იასამანი... რომ არ შეგხვედროდი, არ შემიყვარდებოდი. აი, ასე მარტივად გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება. იქნებ და ჯობდეს, არ გავართულო ყველაფერი, მივიღო ისე, როგორც არის და არ დაგიწყო ძებნა...
კი...მასე მარტივად ჯობს... :)
მერე რა რომ სველია, სველი... იასამანი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|