ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2009


ორლარიანი სუნამოს არომატით

  ისევ ამოჩემებული კაფე. ნიკოტინით გაჟღენთილი კედლები და ამჯერად ფინჯანი ჩაის ნაცვლად , ფინჯანი ყავა. ისევ ვუსწრებ მოვლენებს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ერთი საათით ადრე გამოვვარდი, მეც არ ვიცი რატომ და მარტოობის საათი მოვიწყე სანამ...
  ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ კონკრეტულად არაფერზე და ზოგადად ყველაფერზე. ,,კონიაკს დალევდა კაცი” – ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი.

-უკაცრავად შეიძლება
-ბატონო?
-შეიძლება მეთქი?
-შეიძლება – დავიბენი, უცებ ვერ მივხვდი რა უნდოდა ამ ადამიანს
-სად დაფრინავ?
-უკვე აღარ დავფინავ – ვუღიმი დაბნეული
-ის ხომ დაფრინავს?
-რა?
-ის
-დაფრინავს...
-აბა კუბიდონი რაღას აკეთებს?
-მიზანში ახვედრებს- ალბათ სასაცილოდ გაკვირვებული სახე მექნება, ვფიქრობ დაბნეული
-და მერე აგდებს არა? – იცინის, დღეს ყველა იდოტი ლაყბობის ხასიათზეა როგორც ჩანს. აი მე რატომ დავრთე ნება დამჯდარიყო არვიცი. თანაც საუბარში ავყევი, ალბათ მე უფრო იდიოტი ვარ, მაგრამ რაც არის არის...
-არა, მერე ფრენის სიჩქარე სულ უფრო და უფრო მატულობს.
-აბა, არ დავფრინავო?
-ამჯერად დაფრთიანებას ვიწყებ
-აბა საიდან მოიტანე რომ დაფრინავს?
-იმან მითხრა
-ვინ იმან?
-ბიჭმა
-რომელმა ბიჭმა?
-აი სადარბაზოსთან რომ ორ ლარიანი სუნამო მაჩუქა, იმან...
-სადარბაზოსთან?
-ჰო სადარბაზოსთან
-რა ქვია?
-არვიცი?
-არ იცნობ?
-არა
-და რატომ დაუჯერე?
-მე მგავდა და იმიტომ
-რატომ არ გაიცანი?
-ისედაც ყოველ დღე ვხედავ სადარბაზოსთან
-საუბრობთ ხოლმე?
-არა მიღიმის და მეც ღიმილით ვპასუხობ
-. . .და მიწაზე არასდროს ჯდება?
-რა?
-ის
-ხანდახან თავისით...
-ეგ როგორ?
-თუ ძალიან გინდა შეგიძლია ჩამოაგდო კიდეც – ვაკვირდები
-მასწავლე აბა –  ლამაზი კბილების წყობა აქვს და საშინლად უხდება სიცილი. კიდევ გრძელი და ლამაზი თითები აქვს, აი მე რომ მიყვარს ისეთი... მეც ვუღიმი, თანდათან მომწონს ეს უცნობი ადამიანი, ცისფერი თვალებითა და ოდნავ კეხიანი ცხვირით.
-,,ლაგატკით”... ხომ იცი ლაგადკა?
-. . . - იცინის
-ჰოდა, წარმოიდგინე ჩიტს ესვრი, მერე ბრახ და ძირს გდია, სულ ეგაა, ადვილია. . . . ისე ორლულიანითაც შეიძლება – სრულიად სერიოზული სახით ვამატებ და ყავის სმას განვაგრძობ მშვიდად.
-ესეც უეჭველი იმან გითხრა
-. . . არა – ვუღიმი, ჩუმადაა. ისე მაინტერესებს, ამ სერიოზული სახის მიღმა რა ფიქრები ცვლიან ერთმანეთს, რომ ერთი სული მაქვს პირდაპირ ვკითხო...
-შენს მაგიდასთან რომ გადმოვჯექი ვფიქრობდი... სუსტი ადამიანი მომეჩვენე თავიდან... მაგრამ... გიგრძენი და...
-არც ძლიერი ვარ... - მეღიმება, ალბათ გამომეტყველება მაქვს ასეთი? რას გაიგებ
-. . . . . . .მე არასდროს ჩამოგაგდებ, სულ იფრენ...
  აი ახლა უკვე აღარ მეღიმება, რაღაც უცნაურად ვფორიაქობ...
-რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
  მობილურზე საათს ვუყურებ დაბნეული, ვიცი რასაც მთხოვს...
-ცოტა ხანს დაგტოვებ კარგი?- ,,რა შუაშია ცოტა ხანს? რას ვაკეთებ?" მეც არ ვიცი, ჩანთას დაუდევრად ვიღებ, ერთი საათი ისე გავიდა ვერც გავიგე, სადაცაა დარეკავს... თუმცა ეს სულაც არაა ის მიზეზი, უბრალოდ შემეშინდა და მეც არ ვიცი რატომ. სული შემეხუთა, ვიგრძენი როგორ მინდოდა ჰაერი... სუფთა ჰაერი...
-არ გამეპარო იცოდე... ვიცი რომ გამეპარები... – თავს ძალას ვატან და ვუღიმი, ვგრძნობ როგორ დამამაგნიტა ამ ადამიანმა, გამყინა.
-მოვალ
-არ მოხვალ, მაგრამ  გგრძნობ... თავიდანვე გიგრძენი...
  არეული გამოვდივარ ამოჩემებული კაფიდან. ღრმად ვსუნთქავ და ვგრძნობ როგორ არ მეთმობა ვიღაც უცნობი ადამიანი. მისი ცისფერი თვალები თითქოს ზურგს მიწვავს და მტკივა. ვნანობ რომ მშიშარა ვარ და გავრბივარ. მერე ვხვდები რომ ყავის ფულიც კი არ გადამიხდია და მრცხვენია. მერე ვგრძნობ როგორ მაწვება ცრემლები და სადაცაა ავტირდები, რომ ტელეფონის ზარი მაბრუნებს რეალობაში...

-გამცდი ხეტიალავ, გამცდიიიიიიიიიიი – დამცინის ვირტუალურ სადენებს მიღმა მეგობარი.

ამოტრიალდა დედამიწა  და ბრუნავს ყირამალა...გული გადავიდა რელსებიდან... ვნანობ რომ შემეშინდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები