ჩემი შარვლის ჯიბეში აღმოვაჩინე ფურცელი, რომელზეც ეწერა:
Ж.Делез , და შემდეგ: 2X დი პი ნარ ნას სტა
გასგებია პირველი ჩანაწერის შინაარსი, იგი წარმოადგენს ფრანგი ფილოსოფოსის სახელის პირველ ასოს და მის გვარს, მაგრამ მეორე ჩანაწერმა(უფრო ზუსტად კოდირებულმა სვეტმა) დიდი თავსატეხი გამიჩინა, ვერაფრით გავიხსენე თუ რას ნიშნავს ჩემს მიერ ჩაწერილი სიმბოლოები, რა კავშირი აქვთ მათ, ფრანგ ფილოსოფოსთან, ან თუ არ აქვთ ეს კავშირი, მაშინ რას გამოხატავენ ისინი, რისი დამახსოვრება მინდოდა როცა ვწერდი? არ არის გამორიცხული, რომ ამ სვეტს კავშირი ჰქონდეს იმ აზრთა მდინარებასთან, რომელიც წიგნის კითხვის დროს, ან სულაც ბაღის მერხზე ჯდომისას გამიჩნდა, და გამიჩნდა სურვილი რომ ეს აზრები მოკლედ აღმენიშნა მოცემული სიმბოლოებით. ადამიანი იმაზე მეტს ფიქრობს და განიცდის, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლია. რატო? ენობრივი ქსოვილი საკმარისი არ არის ჭეშმარიტების გამოსახატად. ჭეშმარიტებაში იგულისხმება ის აუცილებლობა, რაც განაპირობებს ადამიანის ცხოვრებისათვის აუცილებელ აუცილებლობებს. ასე რომ, რაღაც შევნიშნე და იმის გამო, რომ ვერ ვიპოვე სათანადო სიტყვები ამ შენიშვნის გამოსახატად, იგი უბრალოდ მოვნიშნე ციფრით 2 და ლათინური ასოთი X . 2 შეიძლება აღნიშნავდეს წყვილს, ურთიერთდაპირისპირებული ძალებისა: სიკეთე და ბოროტება, სინათლე და სიბნელე, უბედურება და ბედნიერება, ხელისუფლება და ოპოზიცია :) და ა.შ. X შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი რომელიც 2-ზე მრავლდება და გარე ძალების ზემოქმედებით, თავის თავში მყოფ ცუდსაც და კარგსაც აორმაგებს. ან იქნებ ამ 2-ში იგულისხმება ქალ-ვაჟი, რომლებიც ჯვარს იწერენ(რადგან X თავის ფორმით ჯვარს გამოხატავს). "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!..." შენ ქრისტიანული გახდი, ჭეშმარიტებავ! და რაღაც დაკარგე, თვალსაწიერი შეიზღუდე, რათა დაგენახა სანდო მომავალი არაამქვეყნიური ცხოვრებისა, რომელსაც ამქვეყნიური მწუხარების შრიალი ერთვოდა თან. შესაძლოა ამას ვგულისხმობდი როცა ვწერდი(2X) ამ სიმბოლოს. "...იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი..."
მისი(ჭეშმარიტების) მოთავსება ტაძრის კედლებში, უთუოდ აჩენს სტიქიურ ძალას, რომლის მოთვინიერებას ცდილობენ. იგი ნაზდება, ვარდივით მიმზიდველი და სურნელოვანი ხდება, ბოლოსდაბოლოს იგი ხდება ქალი. მაგრამ ქალი ამ დროში გაწელილ სივრცეშია და თუკი ლოდინით განვლო ეს მანძილი, იგი არამარტო სარგებელს მიიღებს ასეთი ჭეშმარიტებისგან, არამედ მსხვერპლად იქცევა თავისი სტიქიური ბუნების დასაჭურისების გამო.
"...მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?..."
იქნებ "2X" სულაც არ გულისხმობს იმას რაც ზემოთ დავწერე, ისევე როგორც "ნარ" არ გულისხმობს ანბანის მეცამეტე ასოს, ხოლო "სტა" კი, სიტყვა "სტალინი"-ს შემოკლებულ ვარიანტს. იქნებ საერთოდ არაფერს ვგულისხმობდი როცა ამ სვეტს ვადგენდი, უბრალოდ დრო გამყავდა, არაცნობიერად(აქ შესაძლოა ფსიქოანალიზმაც სთქვას თავისი სიტყვა) ვწერდი.
გამახსენდა
2X ___ 2 ფოტოსურათი 3X4 დი ___ დიპლომის ასლი პი ___ პირადობის მოწმობის ასლი ნარ ___ ცნობა ნარკოლოგიურიდან ნას ___ ცნობა ნასამართლეობის შესახებ სტა ___ სტაჟიორის ანკეტა
ნუთუ ჭეშმარიტების ძიებამ მხოლოდ იმიტომ გამიტაცა, რომ ამ ცხოვრებაში ვეძებ ჩემს ადგილს და ვერ ვპოულობ. ნუთუ ეს არის ჭეშმარიტება? ნუთუ ის ვინც ფლობს ჭეშმარიტებას, მართლა ფლობს მას? ერთი რამ გასათვალისწინებელია: "ვინც კარგავს, ის იგებს!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მაგარია...5 მაგარია...5
5. დამავიწყდა, რომ აქ ვყოფილვარ და შემიფასებია :) დამავიწყდა, რომ აქ ვყოფილვარ და შემიფასებია :)
4. ნუთუ ჭეშმარიტების ძიებამ მხოლოდ იმიტომ გამიტაცა, რომ ამ ცხოვრებაში ვეძებ ჩემს ადგილს და ვერ ვპოულობ. ნუთუ ეს არის ჭეშმარიტება? ნუთუ ის ვინც ფლობს ჭეშმარიტებას, მართლა ფლობს მას? ერთი რამ გასათვალისწინებელია: "ვინც კარგავს, ის მოგებული რჩება".
...ეძებდე საკუთარ თავს, ანუ ადგილს ცხოვრებაში... ალბათ გზაა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი. გზაც ყველას თავისი აქვს და სადაც ფოკუსირდება ყველა , იქნებ იქა დგას ჭეშმარიტების ტაძარი. წარმატებულს გევლოს ბოლომდე :) ნუთუ ჭეშმარიტების ძიებამ მხოლოდ იმიტომ გამიტაცა, რომ ამ ცხოვრებაში ვეძებ ჩემს ადგილს და ვერ ვპოულობ. ნუთუ ეს არის ჭეშმარიტება? ნუთუ ის ვინც ფლობს ჭეშმარიტებას, მართლა ფლობს მას? ერთი რამ გასათვალისწინებელია: "ვინც კარგავს, ის მოგებული რჩება".
...ეძებდე საკუთარ თავს, ანუ ადგილს ცხოვრებაში... ალბათ გზაა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი. გზაც ყველას თავისი აქვს და სადაც ფოკუსირდება ყველა , იქნებ იქა დგას ჭეშმარიტების ტაძარი. წარმატებულს გევლოს ბოლომდე :)
3. ყოჩაღ, კარგია.5555 ყოჩაღ, კარგია.5555
2. მართლაც კარგად არის დაწერილი... მომეწონა ;) მართლაც კარგად არის დაწერილი... მომეწონა ;)
1. როგორი სიხარული ხარ შენა ჰა....უნიჭიერესი555555 როგორი სიხარული ხარ შენა ჰა....უნიჭიერესი555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|